მხარდაჭერა


მოგესალმებით. მე ვარ უცხო ენების ინსტრუქტორი თემურ იკოშვილი

ამჟამად რაიონში ვცხოვრობ – ადგილობრივ მოსახლეობას ინგლისურში ვამზადებ.

დაბა აგარიდან და გარშემო სოფლებიდან მყავს მოსწავლეები, რომელთაც საქველმოქმედო ფასად ვამეცადინებ (არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით).

სამსახურები აქ უკიდურესად ჭირს. აგარაში ერთი შაქრის ქარხანაა და ისიც სეზონურად მუშაობს. სხვა საშუალება არაა.

რეგიონში დეფიციტური ან საკმაოდ ძვირია აგრეთვე უცხოენოვანი წიგნები. ამის გამო მცირე ბიბლიოთეკას ვაწყობ საკლასო ოთახში. მოსწავლეებს უფასოდ რომ ჰქონდეთ ინგლისურ ლიტერატურაზე წვდომა.

თუ სასიკეთო საქმეში ჩართვის სურვილი გექნებათ, მოგვაწოდეთ სკოლის ან უნივერსიტეტის დროინდელი სახელმძღვანელოები, რომელსაც ახლა აღარ იყენებთ.

საკონტაქტო ინფორმაცია: https://lnkd.in/dQu8W46V

ანგარიშის ნომერი საჭიროებისამებრ: GE65BG0000000354911000

ამ რესურსით თქვენ შიდა ქართლელ ბავშვებს ეხმარებით. მათ შორის საზღვრისპირა სოფლის მცხოვრებთ, ვინც მთელი გულით ეუფლება ინგლისურს დაბა აგარაში.

ყოველი შენატანი ფასეულია. წინასწარ მადლობას გიხდით მოსწავლეები და მე.