რეგისტრაცია

შესავალი

თებერვლიდან დაბა აგარაში რიგით მეექვსე, უცხო ენების სასწავლო სეზონი იხსნება, გაზაფხული 2023. ინგლისურზე ჩასაწერად მომაწოდეთ შემდეგი ინფორმაცია: 1. სახელი, გვარი; 2. ასაკი; 3. მობილურის ნომერი.

არასრულწლოვნის მისაღებად უნდა დამიკავშირდეს ბავშვის მშობელი თუ მეურვე ტელეფონზე: +995 598 21 26 87; ფეისბუქით: Temur Ikoshvili

სწავლების ყოველთვიური საფასური ორმოც ლარს შეადგენს. ოჯახიდან ორი ან მეტი წევრის მომზადების შემთხვევაში, ოცდაათი ლარი თითოეულისთვის. ენობრივი ცოდნის განმსაზღვრელი ტესტირება არის უფასო.

ინგლისურის საჭირო სახელმძღვანელოები ყოველ მომდევნო საფეხურზე დროებით გადმოგეცემათ.

მეცადინეობა

გაკვეთილები მრავალფეროვანია და მოიცავს წიგნზე მუშაობას, ტექნოლოგიას, სამაგიდო თამაშებს, დაფასთან გამოსვლას, მოსმენის სავარჯიშოებს. ყურადღება პრაქტიკულ ნაწილზე არის გამახვილებული.

სტუდენტები ამასთანავე სარგებლობენ ბიბლიოთეკით, რომელიც საკლასო ოთახშია განთავსებული. აქ შეხვდებით თანამედროვე უცხოურ ლიტერატურას. მეცადინეობაზე ვამუშავებთ ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობის წიგნებს.

მოსამზადებელი ჯგუფის წევრთა მინიმალური რიცხვი არის ოთხი. თვეში ექვსი შეხვედრა ტარდება. თითოეული სეზონის ბოლოს ინიშნება შემაჯამებელი გამოცდა.

კურსის დასკვნითი ეტაპი მხოლოდ ინგლისურად მიმდინარეობს. ეს მოსწავლეს მეტყველების განვითარებასა და სასაუბრო კომპლექსის დაძლევაში ეხმარება.

ინსტრუქტორი

სერტიფიცირებული პედაგოგი თემურ იკოშვილი წლებია, რაც უცხო ენებს ასწავლის. საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ.

მისი ახსნილი გაკვეთილები გააშუქეს ტელევიზიებმა “რუსთავი 2”, “ფორმულა”. რადიო “ფორტუნამ”. თემურის თარგმანით სარგებლობენ საჯარო და კერძო სტრუქტურები უცხოელებთან კომუნიკაციისთვის.

სწავლების დაწყებამდე იგი მუშაობდა ევროპულ კომპანიაში, სადაც მარტო ინგლისურ ენაზე ლაპარაკობდნენ. საერთაშორისო ფორუმებზე ასევე საუბრის ცოცხალ პრაქტიკას იღებდა ამერიკელებთან, ბრიტანელებთან და სხვა უამრავი ეროვნების ხალხთან.


აქვეა განვლილი სასწავლო პერიოდის ფოტო გალერეა. მადლობა თითოეულ მოსწავლეს, მშობელს, მხარდამჭერებს, რომელთა გარეშე განათლების ახალი კერა ასეთი მრავალფეროვანი არ იქნებოდა. თემურ იკოშვილის მოსწავლეები დაბა აგარიდან