პირადი ცხოვრებისა და კარიერის ღირსეულად წარმართვისთვის დიდი ძალისხმევის ჩადება გვმართებს საკუთარ თავში.
პარადოქსია, მაგრამ ყველაზე წრმატებული ადამიანები უმეტესად წარუმეტებლობის ხარჯზე ავიდნენ დიდების მწვრევალამდე, “თუ არ დაეცი, სიარულსაც ვერ ისწავლი”.
წარმატებული ადამიანები სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე და არასდროს ნებდებიან ერთ დამარცხებას.
მნიშვნელოვანია, რას ვგეგმავთ საკუთარ თავთან მარტო ყოფნისას და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია როგორ ვიქცევით საზოგადოებასთან ურთიერთობის დროს.
მაგალითად, ერთ დღეს ვაცნობიერებთ, რომ აუცილებლად უნდა ჩამოვიყალიბოთ ძლიერი ნებისყოფა, თუმცა მოკლე ხანში კვლავ ძველებურ ყოფას ვუბრუნდებით.
ქვემოთ გთავაზობთ “ძლიერი ადამიანის ცხოვრების წესს” კ. ნიშის მიხედვით:
1. ნუ გაექცევით შიშს. გაანალიზეთ იგი და მიიღეთ შიში როგორც მხოლოდ ფიზიკური გრძნობა. შიშს, რომლის თვალებში შეხედვისაც გვეშინია, შეუძლია მოგვკლას.
დააკვირდით თქვენს შიშებს და ნუ აჰყვებით მათ. იფიქრეთ მათზე, როგორც ფილმზე, რომელიც კინოში იხილეთ.
ის რასაც ეკრანზე უყურებთ, სინამდვილეში არ არსებობს. შიში მოვა და წავა ისევე, როგორც კადრები ეკრანზე. ცხადია, თქვენ თვითონ თუ არ ჩაეჭიდებით მას.
2. ნუ იცხოვრებთ წარსულით. გახსოვდეთ არასდროს არის გვიან ცხორების თავიდან დაწყება. მაგრამ იმისთვის, რომ შეიცვალოთ, უნდა გათავისუფლდეთ წარსულისგან.
ნუ იცხოვრებთ წარსულის წარუმატებლობითა და დანაკარგების ტვირთით. ეს ყოველივე უკვე წავიდა. იცხოვრეთ დღევანდელი დღით.
3. ნუ შეალევთ ძალებს საკუთარი თავის სიბრალულს. ეს ენერგიის სრულიად უშედეგო ხარჯვაა.
საკუთარი თავის სიბრალული, წყენა გაიძულებთ წრეზე იბრუნოთ, კვლავ და კვლავ დაუბრუნდეთ ერთსა და იმავე უსიამოვნო აზრებს.
წლობით გულში ნატარებმა სევდამ შეიძლება კიბო დაგმართოთ. სისულელეა ახლა დაისაჯოთ თავი იმისთვის, წარსულში ვიღაცამ გაწყენინათ.
განთავისუფლდით წარსულისგან მიტევების საშუალებით. მიტევება ეს თავის დაღწევაა ბოღმისა და ტკივილისგან და პირიქით, მიუტევებლობა დამანგრევლად მოქმედებს თავად ჩვენზე.
4. ნუ ჩაებღაუჭებით ცუდ აზრებს. იფიქრეთ და ილაპარაკეთ ყოველთვის იმაზე, რაც კარგია თქვენს ცხოვრებაში. შემოაბრუნეთ თქვენი აზრები პოზიტიური მიმართულებით…
და ბოლოს, დაეხმარეთ სხვებს, ეცადეთ ღირსეულად გამოიყურებოდეთ და მოიქეცით ისე, როგორც იღბლიანიი ადამიანი მოიქცეოდა…
ახლავე უნდა გადავწყვიტოთ გვსურს თუ არა წარმატების მიღწევა და ჩამოვიყალიბოთ ბრძოლის უნარი, როგორც ცნობილი ფსიქოლოგი ნიში გვირჩევს.