მომხდარი ფატქებიდან სწორი დასკვნების გამოსატანად საზოგადოებას სრული ინფორმაცია ესაჭიროება. ჟურნალისტის მთავარი ამოცანა კი ამ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და გავრცელებაა.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძირითადად ჟურნალისტიკაც ისეთივე სფეროა, როგორიც სხვები. ჟურნალისტსაც აქვს თავისი სიმპათიები, გატაცებები, დამოკიდებულებები, რაც შესაძლოა ინფორმაციის მიუკერძოებლობაზე აისახოს.
ამიტომაც კარიერის დამწყებ საფეხურზე მედიის მუშაკი ფრთხილი უნდა იყოს. უმეტესი ყურადღება მომზადებასა და ახალი ცოდნის ათვისებას დაუთმოს, რათა მაქსიმალურად შეამციროს მომავალში სუბიექტური გავლენები თავის რეპორტაჟზე.
უნდა გაითვალისწინოთ იმ ადამიანებთან მუშაობის სპეციფიკა, ვისგანაც ინფორმაციას იღებთ. მაგალითად, პოლიტიკოსები, ისევე როგორც ბიზნესის წარმომადგენელები, ხშირად მედიას თავიანთ პიარ აქტივობების დამატებად მიიჩნევენ.
სწორედ აქ რთავს მონდომებული ჟურნალისტი მესამე თვალს და პრესრელიზების კოპირებით არ კმაყოფილდება. იწყებს ხელჩასაჭიდის პოვნას, რაც ნამდვილ ამბავთან მიიყვანს და არა შელამაზებულ ისტორიებთან.
უნდა გახსოვდეთ, რომ საზოგადოების ნდობას ფლობთ; ყველაზე ძვირფას რესურსს, რითაც უამრავი პროფესია იამაყებდა. თქვენი თვალებით უყურებს სამყარო მომხდარს და ეს უფლება უნდა გაამართლოთ.
ახალი თაობის ჟურნალისტების არჩევანზეა დამოკიდებული ზღაპარში ვიცხოვრებთ თუ რეალობაში. თუ ახლა აირჩევთ ზღაპარს, მაშინ ჟურნალისტობა დაივიწყეთ. ისედაც უამრავი მეზღაპრე ჰყავს ჩვენს ქვეყანას, რაც კონკურენტულ უპირატესობას აღარ მოგიტანთ.
თუკი აირჩევთ რეალობის გზას, გილოცავთ კლუბში გაწევრიანებას! იმ მცირე, მაგრამ პროფესიონალ ადამიანებს შეუერთდებით, რომლებსაც მუშაობის მაღალი სტანდარტი და თავიანთი პრინციპები გააჩნიათ.