სწავლა პრაქტიკასთან

საზოგადოებასთან ურთიერთობა და მისი მომიჯნავე დისციპლინები ძირითადად ბიზნესის ადმინისტრირებისა და ჟურნალიტიკის საბაკალავრო ფაკულტეტებზე ისწავლება.

ბიზნესის მიმართულებაზე შეგიძლიათ აირჩიოთ მარკეტინგის საფუძვლები, რეკლამირების პრინციპები, CSR, ბრენდინგი და სხვ.

ჟურნალისტიკით თუ დაიწყებთ, ეს პირველ რიგში, წერითი კომუნიკაციის უნარების დახვეწაში დაგეხმარებათ.

სტუდენტობის წლებში პიარ კარიერა საჯარო ლექციების ჩატარებით დაიწყეთ. მაგალითად, სასწავლებელში საინტერესო ადამიანები მოიწვიეთ და აუდიტორია შეხვედრის თემატიკით დააინტერესეთ.

ამისათვის მოლაპარაკებას იწყებთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, რათა მათ ღონისძიებისათვის შესაფერისი სივრცე გამოგიყონ. შემდეგ აგრძელებთ მოლაპარაკებას მოწვეულ სპიკერთან და აზუსტებთ კონკრეტულ თარიღსა და დროს.

საბოლოოდ მთელი ძალებით შეუდგებით ივენთის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, რათა ღონისძიებამ მაღალ დონეზე ჩაიაროს და თქვენს სახელს ერთ-ერთი წარმატებული პროექტის განხორცილება დაუკავშირდეს.

არ უნდა დაივიწყოთ თვითგანათლება. დღეს უკვე არსებობს ქართულად ნათარგმნი რამდენიმე კარგი წიგნი, რომელიც ფასეულ თეორიულ ცოდნასაც შეგძენთ PR-ში. მთავარია, დაგუგლოთ.

 

კომენტარის დამატება:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s