გამოცდების ეროვნული ცენტრი 2016 წლის საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით აბიტურიენტების არჩევანს აქვეყნებს. ყველაზე დიდი მოთხოვნა ილიაუნის ბიზნესის სკოლაზეა, რომელიც 2776 აბიტურიენტმა პირველ ნომრად აირჩია. შემდეგი მოდის TSU – ს იურიდიული ფაკულტეტი 1735 პირველადი არჩევით. მეოთხე ადგილზე კვლავ ილიას სახელწმიფო უნივერსიტეტია. ამჯერად მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტით, რომელიც 1464 აბიტურიენტმა პირველ ნომრად მიუთითა.
ილიაუნის ბიზნესის სკოლა საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტი იყო 2015 წელსაც, რომლის ძირითადი პრიორიტეტი სტუდენტების კვლევებსა და პრაქტიკაზე ორიენტირებაა.
ამასთან, ლექციების ჩასატარებლად ბიზნესის ფაკულტეტს მოწვეული ჰყავს საქართველოში ყველაზე წარმატებული და პრაქტიკოსი ადამიანები საბანკო სისტემიდან, ასევე, სხვა წამყვანი ბიზნეს კომპანიებიდან.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სწავლება მიმდინარეობს ქეისების მოდელზე, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს ცოდნა მიიღონ მსოფლიოს ლიდერი კომპანიების მაგალითებზე.
ილიაუნის ბიზნესის ფაკულტეტი არის ევროპის ბიზნეს სკოლების ერთ-ერთი ავტორიტეტული გაერთიანების “სემანის” წევრი.