მარკეტინგული ომები

გლობალიზებულ მსოფლიოში ყოველდღიურად იხვეწება მარკეტინგული მიდგომები. დღეს კომპანიები მომხმარებლებლის გულის მოსაგებად ინოვაციურ პროდუქტებს ქმნიან. ისეთებს, რომლებიც მათ კონკურენტებისაგან გამოარჩევს და გადარჩენაში დაეხმარება.

როგორ შევინარჩუნოთ ინოვაციურობა?

ამისათვის, პირველ რიგში, კონკურენტები უნდა შევისწავლოთ, რომლებიც მარკეტინგული გეგმაში მორიდებულ ბოლო ადგილს იკავებენ.

მათზე დაკვირვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ინოვაციურობის ტემპის შენარჩუნებისთვის.

აქ არ უნდა ვიგულისხმოთ სიახლეების პირდაპირი კოპირება. პირიქით, უნდა შევეცადოთ ორმაგად სასარგებლო პროდუქტით გავუსწროთ კიდეც მათ.

როდის იწყება მარკეტინგული ომი?

მარკეტინგული ომის დაწყება მოსალოდნელია მაშინ, როდესაც რიგით მეორე ან მესამე კომპანიას პირველობაზე უჩნდება პრეტენზია.

ასეთ დროს ბაზრის ლიდერმა დაკვირვების უნარი უნდა გამოავლინოს და თავისი რესურსული უპირატესობა გონივრულად გამოიყენოს.

ეს გულისხმობს თავდასხმების მოგერიებასა და მოწინააღმდეგის ინოვაციური პროდუქტის მოსინჯვას თავის წარმოებაში / მომსახურებაში.

აქ მოვიყვანთ ამერიკული საპარსების ლიდერი ბრენდის “ჟილეტის” მაგალითს, რომელმაც 60-იან წლებში სერიოზული შოკი გადაიტანა ახალი კონკურენტის გამოჩენით.

ეს უკანასკელი პოზიციონირებდა სამართებლის უჟანგავი საპარსი პირით. ჟილეტმა თავის გადასარჩენად ინოვაციურობას მიმართა და მსოფლიოში პირველად ორ-საპარსიანი სამართებელი გამოუშვა + ეს იყო უჟანგავი.

საფრთხე თუ შესაძლებლობა?

მარკეტინგული ომის დაწყებას ორი საპირისპირო მხარე აქვს. ის საფრთხეა, პატარა კომპანიისთვის, რომელმაც შესაძლოა, ერთი კონკრეტული პროდუქტის გამოშვებით აჯობოს ლიდერს, თუმცა მალევე გააცნობიეროს, რომ ეს დროებითი გამარჯვებაა.

მას არ ექნება ოპერაციულად განვითარებული, მძლავრი მატერიალური ბაზა და არც საკმარისად ბევრი თანამშრომელი ეყოლება გრძელვადიანი უპირატესობის მოსაპოვებლად.

დიდი კომპანიისთვის კი მარკეტინგულ ომში ჩაბმა შესაძლებლობა უფროა, რადგან მას კონკურენტების დარტყმები სიფხიზლის შენარჩუნებისა და ინოვაციების დანერგვისაკენ უბიძგებს.

კომენტარის დამატება:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s