აგარის შაქრის კრიზისი

თითქმის ერთი თვეა, რაც აგარის შაქრის ქარხნის წინ ცეცხლი ანთია. მის გარშემო კი დაბის მეშაქრეები არიან შეკრებილები. მეც მათთან ერთად ვართ.

საწარმოს წინ შეკრებილნი სამომავლო საფრთხეებზე მსჯელობენ და საკუთარი საწარმოს ასამუშავებლად იბრძვიან. იბრძვიან, რათა ოჯახები შეინახონ და თავიანთი დასახლება დაცარიელებისაგან იხსნან.

დაბა აგარა ოდითგანვე რეგიონის სამრეწველო ცენტრი იყო, სადაც ოცამდე საამქრო და ქარხანა მუშაობდა. ბოლო წლებში კი მხოლოდ საკონსერვო და შაქრის ქარხანა შემორჩა.

საკონსერვო ქარხანა ხუთ წელზე მეტია, რაც დაიხურა და ასობით თანამშრომელი უსამსახუროდ დარჩა. ექვსი თვის წინ კი შაქრის ქარხანაც გაჩერდა, რომელიც ხუთასი ადამიანისა და მათი ოჯახებისათვის შემოსავლის ძირითადი წყარო იყო.

აგარა 1932 წელს შაქრის საწარმოს გარშემო გაშენდა. ძველმა მეშაქრეებმა კომბინატი საკუთარი ხელებითა და ოფლის ღვრით აამუშავეს. საბჭოთა კავშირის დროს ძირითადი ნედლეული, რითაც პროდუქცია იწარმოებოდა, ჭარხალი იყო.

ახალი საუკუნიდან ჭარხალი შაქრის ლერწმის ნედლეულმა ჩაანაცვლა, რომლითაც ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი პროდუქცია მზადდებოდა.

ქარხანა ოცდაოთხი საათის განმავლობაში წელიწადში 365 დღე უწყვეტად მუშაობდა. რვა საათიანი ცვლების დადგომას თანამშრომლებს საყვირი აუწყებდა, რომელიც დღეღამეში სამჯერ რეკავდა.

ეს მილის ფორმის, დაბაში არსებული ყველაზე დიდი ნაგებობა, აგარის ერთგვარი სიმბოლოა, რომლის ბღავილი მთელ დასახლებას სიცოცხლეს უნარჩუნებდა.

85 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედმა ერთადერთმა შაქრის კომბინატმა უამრავი პრობლემა და დაბრკოლება გადალახა. მათ შორის მეორე მსოფლიო ომი და ოთხმოცდაათიანი წლების კრიზისი.

თანამშრომლები მუდამ ერთად იდგნენ თავიანთი საწარმოს დაცვისა და საუკუნოვანი ტრადიციების შენახვის მიზნით.

2018 წელს კი ისინი დიდი რაოდენობით იაფი შაქრის იმპორტის წინ აღმოჩნდნენ, რომელმაც მაღალხარისხიანი, ადგილობრივი პროდუქციის გამოშვებას შეუქმნა საფრთხე. 

კომენტარის დამატება:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s