ხუთი რჩევა, რომელიც სტუდენტობის პერიოდში გამოგადგებათ

სტუდენტობის პერიოდი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის პროფესიული განვითარების საქმეში.  ოთხი წლის განმავლობაში ემზადებით მომავალი სამსახურეობივი გამოწვევებისათვის და ცდილობთ, დრო ეფექტიანად, სწორად გამოიყენოთ. გთავაზობთ ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით შედგენილ რჩევებს, რომელიც ბაკალავრიატზე სწავლის პერიოდიდან ამოვკრიბე.

1. თუ უნივერსიტეტი საშუალებას გაძლევთ, შექმენით ან გაწევრიანდით სტუდენტურ კლუბებში თქვენი ინტერესების შესაბამისად

სტუდენტური კლუბების იდეა მდგომარეობს იმაში, რომ სწავლასთან ერთად აუცილებელი პრაქტიკა მიიღოთ და ძვირფასი დრო სასარგებლოდ გამოიყენოთ. დააგროვოთ ის გამოცდილება, რომელსაც შემდგომში დამსაქმებლები მოგთხოვენ. მთავარი მომოძრავებელი ძალა ამ დროს ენთუზიაზმი იქნება, რომელიც მომავალში დაგიფასდებათ.

2. თავი შეიკავეთ არამიზნობრივ საჯარო ლექციებზე დასწრებისაგან, რომელიც ძვირფას დროს გაგაფლანგვინებთ

ლექციები სავალდებულო კურსების განმავლობაშიც ბევრი გექნებათ, რომელზეც ორიენტირება მნიშვნელოვანია. რაც შეეხება საჯარო ლექციებს, დღეში ათასი იმართება და ახალწვეულის ცდუნებაა, ყველა ლექციაზე პირველ რიგებში დაჯდეს. ისეთებშიც კი, რომელიც მის პროფესიულ მიმართულებისაგან შორსაა.

3. ხშირად ისარგებლეთ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით, იკითხეთ ბევრი და აქტიურად იმუშავეთ თვითგანათლებაზე

თავისუფალი დრო წიგნების კითხვას დაუთმეთ. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა თვალსაწიერის გაფართოებაში დაგეხმარებათ და ისეთ თვისებებს აღმოგაჩენინებთ, რომელზეც ადრე არ გიფიქრიათ. შესაძლოა, პროფესიული მიმართულების შეცვლაზეც დაგაფიქროთ ან იმაზე, წარმატებისთვის რეალურად გჭირდებათ თუ არა დიპლომი / ტრადიციული განათლების მიღება.

4. იყოლიეთ მრჩეველი ლექტორი, რომელსაც იმაზე მინიმუმ ორჯერ მეტი გამოცდილება ექნება, ვიდრე თქვენ გაქვთ დაგროვილი

ადამიანები, რომლებიც ლექციებს გიკითხავენ და თქვენს განვითარებაში წვლილი შეაქვთ, კვალიფიციურები უნდა იყვნენ. ჰქონდეთ მინიმუმ ის უნარები, რომლებიც სილაბუსშია გაწერილი და ახალკურსდამთვრებულებს მოეთხოვებათ მათი ათვისება.

ჩემთვის გამორჩეული ლექტორი პოზიტიური ადამიანია, რომელიც ყოველთვის ღიაა რჩევების გასაცემად. სალექციო კურსის დასრულების შემდეგაც კი მზად არის ძველი სტუდენტები მიიღოს და გაესაუბროს ხოლმე. მონდომებულ სტუდენტს ის შანსს აძლევს ლექციის ჩატარებისას თანაშემწეობა გაუწიოს და ამით პრეზენტაციისთვის აუცილებელი უნარების გამომუშავებაში დაეხმაროს.

გამორჩეული ლექტორია ის, ვინც თავისი სტუდენტებისთვის არამარტო თეორიული, არამედ პრაქტიკული ცოდნის მიცემაზეც ფიქრობს. ის პოტენციური დამსაქმებელიცაა და შესაძლოა, ერთ დღეს თავის კომპანიაში მუშაობა შემოგთავაზოთ.

მდიდარი სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებლის პირად მაგალითებაზე დაყრდნობილი ქეისების მოსმენა ნამდვილად ამართლებს. ამ შემთხვევაში რეალური წარმოდგენა გიჩნდებათ კომპანიებში არსებული პოლიტიკისა და თანამშრომელთა ურთიერთობის შესახებ, რა არის სწორი და რა არა.

გააკეთეთ სწორი არჩევანი. ვიდრე ლექტორს აირჩევდეთ, კარგად გაეცანით მის სამუშაო გამოცდილებასა და სოციალურ ქსელებს. იყოლიეთ ისეთი ლექტორები, რომელთა მზრუნველი დამოკიდებულება დადებითად წაადგება თქვენს მომავალს.

5. დაეხმარეთ კურსელებს და ეს დაგიფასდებათ

სემინარის დროს გადაწერა დაუშვებულია, თუმცა ეს აუცილებელი ფორმალობაა. ეცადეთ, მინიმუმ გვერდზე მჯდომს მაინც დაეხმაროთ. დიახ, ეს სარისკოა. შესაძლოა, შენიშვნაც მიიღოთ, მაგრამ ჯგუფელის დახმარებით ერთი ცხოვრებისეულ პრინციპს გამოიმუშავებთ: დაუდგე მეგობარს გვერდით არამარტო კეთილდღეობის ჟამს, არამედ გასაჭიროს დროსაც.

ყურადღებიანმა დამკვირვებელმა კი იცის, რა ხდება ამ დროს აუდიტორიაში და როგორ დაარეგულიროს სიტუაცია ვინმეს გარეთ გაშვების გარეშე.

Advertisements

კომენტარის დამატება:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s