რა უნდა გავითვალისწინოთ წარმატებით დასაქმებისათვის? – ბრიტანელი HR ექსპერტი გვირჩევს

პოსტის პირველ ნაწილში შემოგთავაზებთ რჩევებს სამსახურის ძებნის სპეციფიკაზე, მეორე ნაწილში კი უფრო კონკრეტულად რეზიუმის შედგენის შესახებ.

1. გრძელვადიანი წარმატებისათვის უნდა მოძებნოთ თვენთვის შესაფერი ბიზნეს სექტორი. ჩამოწერეთ კომპანიები, რომლებსაც ყველაზე მეტად აფასებთ და განსაკუთრებით რა მოგწონთ მათი მუშაობის სტილში.

2. ნუ დაკარგავთ დროსა და ძალისხმევას ისეთი ვაკანსიის ძებნაზე, რომელიც არ შეესაბამება თქვენს პერსონალურ ღირებულებებს, რწმენას და მიზნებს. თუ თქვენ სამსახურს მცდარი მიზეზების გამო დათანხმდებით, მალევე წაგერთმევათ მოტივაცია და ყველაფრის ხელახლა გავლა მოგიწევთ.

3. გამოიკვლიეთ ორგანიზაცია. მოძებნეთ იმდენი ინფორმაცია, რამდენსაც შეძლებთ გასაუბრებამდე. ამით შეუცვლელ შთაბეჭდილებას მოახდენთ ინტერვიუერზე და კარგ კითხვებსაც დასვამთ გასაუბრების შემდეგ.

4. კარგად დააკვირდით ვაკანსიის შესახებ განაცხადს, სამუშაოს აღწერილობასა და აუცილებელ მოთხოვნებს, რომლებსაც თქვენგან დამსაქმებელი ითხოვს. დარწმუნდით, რომ ნამდვილად გაქვთ ის TOP უნარები, რომლებიც აუცილებელია სამუშაოს შესასრულებლად.

რაც შეეხება რეზიუმეს, მისი საფუძვლიანი მომზადება და CV-ში რელევანტური ინფორმაციის განთავსება გადამწყვეტ როლს თამაშობს გასაუბრების ეტაპზე მოსახვედრად.

რეზიუმეს შედგენისას სასურველია, აზრი უფრო გამოცდილ ადამიანსაც ჰკითხოთ. ის თქვენს მონაცემებს სხვა თვალით შეხედავს და გულწრფელ მოსაზრებას გაგიზიარებთ. ზოგადად CV – ის ჩამოყალიბების კონკრეტული ფორმულა არ არსებობს. ეს დამოკიდებულია ინდივიდის პერსონალურ მახასიათებლებზე, თუმცა არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომელიც ყველა რეზიუმისათვის საერთოა:

1. საკონტაქტო მონაცემები

საკონტაქტო მონაცემები აუცილებლად რეზიუმეს თავში უნდა მიუთითოთ. ესენია: თქვენი სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი და პერსონალური ელ.ფოსტა. ფრთხილად იყავით მიმდინარე სამსახურის ელექტრონული მისამართის მითითებისას, რადგან შესაძლოა მას თქვენი ამჟამინდელი დამსაქმებელი აკონტროლებდეს.

2. პერსონალური პროფაილი

ევროპაში გავრცელებულია რამდენიმე წინადადებით რეზიუმეს თავში თქვენი გამოცდილების შეჯამება. არა ზოგადად, არამედ კონკრეტული რაოდენობრივი შედეგებით. პროფაილი უნდა მოიცავდეს თქვენს სპეციალიზაციას და ინდუსტრიას, რომელშიც გიმუშავიათ. რაც უფრო მკაფიო იქნება რეზიუმის ეს ნაწილი, მით უფრო თამამად განაგრძობს ინტერვიური დარჩენილი მონაცემების კითხვას.

3. დასაქმების ისტორია

იწყებთ მიმდინარე სამსახურიდან და მიყვებით ბოლოსკენ. ამ ნაწილში უთითებთ კომპანიებს, რომლებთანაც გიმუშავიათ თავისი თარიღებითა და პასუხისმგებლობით.

4. კვალიფიკაცია და პროფესიული განათლება & ტრენინგები

აქ უნდა დაიწყოთ არა თარიღის, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანი კურსით, რომელიც გაგივლიათ 10 წლის მანძილზე და შემდეგ თუ ადგილი დარჩა, შეგიძლიათ ჩამოთვალოთ ნაკლებ მნიშვნელოვანი ტრენინგები. რეზიუმეს ამ ნაწილში დამსაქმებელი ეძებს ისეთი აქტივობას, რომელიც საუკეთესოდ ეხამება ვაკანტურ პოზიციას.

დაიმახსოვრეთ, ორ-გვერდიანი და კარგად ორგანიზებული რეზიუმე უმჯობესია, ვიდრე ხუთ-გვერდიანი და არარელევანტური მონაცემებით გადავსებული.

პოსტი მომზადებულია ბრიტანელი HR პროფესიონალის წიგნის მიხედვით, (Heather Salter, “Interview Secrets”, HarperCollinsPublishers).

Advertisements

კომენტარის დამატება:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s