OGP გლობალური სამიტის უცხოელი სტუმრები საქართველოს შესახებ

მიმდინარე კვირაში საქართველომ ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტს უმასპინძლა, სადაც 70-ზე მეტი ქვეყნიდან 2000-მდე დელეგატი იყო წარმოდგენილი.

არაფორმალურ სიტუაციებში შესაძლებლობა მქონდა, უკეთ გამეცნო ჩვენი სტუმრები და მათი აზრი გამეგო საქართველოს შესახებ. სამი დღის დაგროვილი შთაბეჭდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ყველას ან მოეწონა თბილისი ან მეტიც, აღფრთოვანებული დარჩა ჩვენი სტუმართ-მასპინძლობითა და ტრადიციებით.

ბატონი ხალედი ტუნისიდან აქ უკვე ოჯახთან ერთად დაბრუნებას აპირებს. ის მოხიბლულია ძველი თბილისისა და თანამედროვე არქტიტექტურის შერწყმით. ამბობს, რომ აქ თავს უსაფრთხოდ გრძნობს და ღამის ორ საათზეც კი არ ეშინია ქუჩაში სეირნობის.

სტუმრები ჩვენს დედაქალაქს უნიკალურ ადგილს უწოდებენ, რადგან ის სხვა ევროპულ ქალაქებს არ ჰგავს – თბილისზე ერთბაშად რამდენიმე ცივილიზაციის კულტურული გავლენა იგრძნობა. ტურისტები აქ თავს თანაბარუფლებიანებად გრძნობენ და ადგილობრივი მოსახლეობაც ტოლერანტულ დამოკიდებულებას ამჟღავნებს მათ მიმართ.

ყველას აკვირვებს, როგორი მისაღები ფასები და მაღალი დონის მომსახურებაა რესტორნებში. შეგიძლია 25 ლარად მთელი მენიუთი ისიამოვნო, როცა ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში, მაგალითად, ამ ფასად ერთ ბოკალ ლუდს თუ შეიძენ.

ავტრალიელი ლუკი სწორედ ქართულ ლუდს მიირთმევდა. აღნიშნა, რომ მისთვის “ჰეინეკენია” ფავორიტი, თუმცა ამ ლუდს მთელ მსოფლიოში იცნობენ და ამჯობინებს, სადაც მიდის, იქაური ქუდი დაიხუროს.

ის ამაყია, რადგან მიგრანტების ქვეყანაში დაიბადა. ავსტრალიაში ხომ 50%-ზე მეტი ჩამოსახლებული ადამიანი ცხოვრობს. ამბობს, რომ სწორედ მიგრანტების ძალისხმევამ და მონდომებამ გახადა კონტინენტი აყვავებული.

ლუკს მოგზაურობა ძალიან უყვარს. განსაკუთრებით ისეთ ადგილებზე სიარული, რომლის შესახებაც მანამდე არაფერი სმენია. თბილისმა მის მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა. “30 წელი დამოუკიდებლობიდან და ასეთი წინსვლა? – ჯერ არცერთ ქვეყანაში არ შემიმჩნევია.” – აღნიშნავს ის.

უცხოელი სტუმრები, როგორც კი იგებდნენ რომ ქართველი ვარ, უამრავ კითხვას მისვამდნენ. კითხვები შეეხებოდა ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, ადგილობრივ პროდუქციის, ტურიზმს. დელეგატი გაერთიანებული სამეფოდან დაინტერესდა, რამდენად ხშირად გავდიოდით თბილისის გარშემო – გორაკებზე საპიკნიკოდ. მე ვუპასუხე, რომ ქართველები მნიშვნელოვანი დღეების აღნიშნვას სახლში, ოჯახთან ერთად უფრო ამჯობინებენ.

ყველა ერთხმად გამოთქვამდა სიმპათიას ქართული დამწერლობის მიმართ. გვირჩევენ, რომ შევინარჩუნოთ ეს სიმდიდრე და გავუფრთხილდეთ. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო გლობალიზაციის პერიოდში ვცხოვრობთ, თქვენ უნიკალური ენა გაქვთ და არ უნდა მოექცეთ გავრცელებული სტანდარტების ქვეშო – მეუბნებოდნენ დელეგატები.

Advertisements

კომენტარის დამატება:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s