ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ აშკარაა, ახალგაზრდობას გადაუჭრელობის პრობლემა თან სდევს.
ამის გამომწვევი მიზეზი წარსულში უნდა ვეძებოთ, როცა მშობლები ჩვენს გემოვნებას წყვეტდნენ.
ისინი თავიანთ სურვილებს გვინერგავდნენ, რაც ზრდასრულობისას ჩამოუყალიბებლობის მანკად იქცა (არ გვესმის საკუთარი თავის).
ბიზნეს გადმოსახედიდან განსაკუთრებით ვზარალდებით, როცა პროფესიას ახლობლების გავლენით ვირჩევთ.
ოთხი წელი უინტერესოდ ვსწავლობთ და ბოლოს ასევე არასასურველ პოზიციებზე ვსაქმდებით.
უარეს შემთხვევაში, ნათესავების შემწეობის ამარა ვრჩებით.
ტრანსფორმაციის დროა!