რჩევა სამსახურის მაძიებლებს:
არ მისცეთ დროებით შექმნილ გარემოებას თქვენი გაბრაზების უფლება.
სიბრაზე ამღვრეულ რეალობას ირეკლავს და დესტრუქციული ქმედებებისკენ გვიბიძგებს.
თქვენსავით მეც მაქვს ე.წ. შავი სია კომპანიებისა თუ ადამიანების, რომლებმაც წარსულში გამანაწყენეს თავისი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით.
მას შემდეგ საკუთარ თავს პირობა მივეცი, არც ერთ მათგანზე არც ერთი წუთით აღარ ვიფიქრო.
ამ პირობას დღესაც ვასრულებ და კმაყოფილი ვარ.
ჩემი გონება დასუფთავებულია ნარჩენებისგან.