რატომ არის დღეს მნიშვნელოვანი ონლაინ ბრენდინგი?

დღესდღეობით ინტერნეტი ხელმისაწვდომს ხდის საჯარო სივრცეში თქვენზე ინფორმაციის მოპოვებას. სოციალური ქსელები: ფეისბუქი, ლინკდინი და ინსტაგრამი სწრაფად ვითარდებიან, ამიტომაც იზრდება 21-ე საკუნეში ონლაინ ბრენდინგის მნიშვნელობა.

დამსაქმებლები ახლა პროაქტიურად ნახულობენ კანდიდატის შესახებ ინფორმაციას ციფრულ სამყაროში. ისინი რეზიუმის უბრალო შემოწმებით აღარ კმაყოფილდებიან და როდესაც თქვენზე ინფორმაციას ფეისბუქით ეცნობიან, ორაზროვანი პოსტები აინტრიგებს მათ.

მზარდი კონკურენციის ფონზე კომპანიები ეძებენ საშუალოზე მაღალი დონის კანდიდატებს გასაუბრების ეტაპზე გადასაყვანად. ამ დროს მათ ხელჩასაჭიდად ისეთი ინფორმაცია სჭირდებათ, რომელიც ხაზს არამარტო აპლიკანტის კვალიფიკაციას, არამედ პიროვნულ ჩვევებსა და კონკურენტულ უნარებსაც გაუსვამს. თქვენი მოვალეობაა საკუთარი თავი ჯგუფური მასისგან იქნეს გამორჩეული და ამ საქმეში უკვე შექმნილი ონლაინ რეპუტაცია დაგეხმარებათ.

სერიოზულად მოეკიდეთ გზავნილებს, რომლებსაც სოციალური ქსელით გასცემთ. არის კი ეს ინფორმაცია თქვენთვის სასურველი ბრენდის შესაფერისი? სოციალური მედია პოსტები უნდა ასახავდეს იმას, თუ როგორ გსურთ გარშემომყოფები გხედავდნენ.

ფრთხილად იყავით შემთხვევით ფოტოებთან, რომელიც გადაღებული იქნება საჯარო ადგილებში. პროფესიული ინდუსტრიიდან სიახლეები გააზიარეთ ლინკდინზე, სადაც ასევე ბლოგების წერა შეგიძლიათ. მეგობრული წვეულებების გასასაჯაროებლად გამოიყენეთ ინსტრაგრამი ან ფეისბუქი, რაც საზიანო ნამდვილად არ არის თუ ზედმეტად ნასვამ მდომაგრეობაში არ იმყოფებით.

რა სახის მასალამ შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს თქვენს პერსონალურ ბრენდზე? ეს არის ხშირად ან ძალიან ხშირად დეპრესიული პოსტების გამოქვეყნება.

დააკვირდით რას ამბობენ სხვები თქვენ შესახებ ონლაინში, რადგან ამის უგულვებელყოფით შეიძლება მნიშვნელოვანი დაბრკოლება შეუქმნათ საკუთარ წარმატებას.

Advertisements

კომენტარის დამატება:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s