რეკლამის როლი მარკეტინგული კომუნიკაციის პროცესში

კომპანიებს სხვადასხვა მიზანს ისახავენ, როდესაც თავიანთ პროდუქტსა თუ მომსახურებას უწევენ რეკლამირებას. ეს მიზნები გასხვავდება ინდუსტრიების, გავრცელების არხებისა და საერთო მარკეტინგული სტრატეგიების მიხედვით.

რეკლამის მთავარი მესიჯი, რომელიც ყველა კომპანიისათვის საერთოა, ესაა კავშირი დაამყაროს სწორ მომხმარებელთან. მათთან, ვისთვისაც განკუთვნილია ესა თუ ის პროდუქტი. სარეკლამო მენეჯერებმა ხშირად უნდა გააჟღერონ ძირითადი გზავნილები, რადგან ამით მომხმარებლისთვის ნაცნობი გახდეს მიმდინარე შეთავაზება.

რეკლამის დანიშნულება გახლავთ ასევე გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლების გაზრდა. კომპანიების ნაწილი, მაგალითად, ინტერნეტ ბიზნესები რეკლამას მხოლოდ იმისათვის იყენებენ, რომ ონლაინ საზოგადოების ყურდაღება შეინარჩუნონ. ასეთ კომპანიებს არ ჰყავთ გაყიდვების დეპარტამენტები, რის გამოც პროდუქტის გავრცელება და გაყიდვა შეუძლიათ მხოლოდ აქტიური რეკლამირების გზით ინტერნეტში.

ზოგიერთი კომპანია რეკლამას იყენებს, როგორც მომხმარებელთან ძველი კავშირის შენარჩუნების საშუალებას. ისინი ეხმარებიან ადამიანებს ხელახლა განიცადონ ადრე შეძენილი პროდუქტით მიღებული კმაყოფილება. ამით ცდილობენ, განაახლონ პროდუქტის იმიჯი და ახალი მომხმარებელი დააინტერესონ. მაგალითად, სასაჩუქრე ბრენდი უშვებს ო ც-წლიანი ისტორიის მქონე სათამაშოების რეკლამას მხოლოდ სადღესასწაულო პერიოდებში.

დღეს რეკლამის ორ ძირითადი ტიპი გვხვდება. ესენია: ტრადიციული და თანამედროვე სახის რეკლამები. 50 წელიწადზე მეტია, რაც სატელევიზიო რეკლამა რეკლამის ძირითად წყაროდ გვევლინება. მათ შორის არის ფლეისმენთი, რომლის დროსაც თავად სატელევიზიო გადაცემაში ჩანს რომელიმე კომპანიის პროდუქცია, თუმცა ინტერნეტი აქტიურად მუშაობს და ავსებს ტრადიციული რეკლამისთვის გამოყოფილ სივრცეს.

მარკეტერებისთვის რეკლამა სამიზნე აუდიტორიასთან კომუნიკაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი საშუალებაა. გავლენის მოხდენა მაყურებელზე, მკითხველზე თუ მსმენელზე უკვე ნახევარ წარმატებას ნიშნავს სარეკლამო სფეროში. ცნობილია, რომ რეკლამა სწორედ “მარკეტინგის აისბერგის” ზედაპირს წარმოადგენს.

იმისათვის, რომ რეკლამამ სასურველი შედეგები მოიტანოს, ნაბიჯ-ნაბიჯ მიყევით აღნიშნულ პროცესს:

ბრიფის შედგენა. რეკლამის მენეჯერმა, პირველ რიგში, SWOT ანალიზით უნდა დაიწყოს პროდუქტისა და მომსახურების დახასიათება, რომლის რეკლამირებასაც შემდგომში აპირებს.

მიზნის დასახვა. მეორე ეტაპზე უპასუხეთ კითხვას: რა არის რეკლამის მიზანი ანუ რომელი ძირითადი მესიჯის მიტანა გსურთ სამიზნე აუდიტორიამდე.

კვლევა. შემდეგ უკვე მუშაობთ ბაზრის ქცევის შესწავლაზე, აკვირდებით კონკურენტებს. რეკლამის რომელ ტიპს იყენებენ ისინი? რა არის მომხმარებლის პასუხი მათ შეტყობინებებზე? რა ოდენობის რესურსის მოზიდვა მოგიწევთ მუშაობის დროს?

სამიზნე აუდიტორია. მეოთხე ნაბიჯია სამიზნე მომხმარებლის განსაზღვრა, რომელიც დიდი ალბათობით შეიძენს თქვენს პროდუქტს. აუდიტორია ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული შეცდომის დაშვების გარეშე. მაგალითად, თქვენი პროდუქტია ნატურალური წვენი ბავშვებისთვის. ამ შემთხვევაში სამიზნე მომხმარებელი იქნება მშობელი, რომელიც იყიდის წვენს და არა ბავშვი, რომელიც მიიღებს ამ წვენს.

მედიის შერჩევა. ახლა, როცა სამიზნე აუდიტორია შერჩეულია, დროა, იფიქროთ რეკლამის გავრცელების არხზე, რომელსაც თქვენი შერჩეული მომხმარებელი იყენებს ყველაზე ხშირად. ამ არხის საშუალებით მას ექნება საშუალება ინფორმაცია მიიღოს.

ბიუჯეტის გაწერა და დიზაინის შექმნა. თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ სარეკლამო ბიუჯეტი გონივრულ ფარგლებში მოაქციეთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაუკვეთოთ რეკლამა სააგენტოებს. ასეთ დროს კოპირაითერები მოამზადებენ წინასწარ გეგმას და დაიწყება ჩანაფიქრის ხორცშესხმა არტ დირექტორისა და კრეატიული პერსონალის მონაწილეობით.

შედეგების მონიტორინგი. მას შემდეგ რაც რეკლამა გაეშვება, თვალყური უნდა ადევნოთ მოხმარებლის რეაგირებას თქვენს მესიჯზე. შესწევს რეკლამას იმის უნარი რომ კონკურენტუანრიანი გახდეს სარეკლამო ბაზარზე და შეაღწიოს მომხმარებელთა ყოველდღიურობაში?

Advertisements

კომენტარის დამატება:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s