მარკეტინგ გეგმისთვის

პროდუქტისა და მომსახურების ეფექტური გაყიდვები არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი მარკეტინგული გეგმის შესადგენად. იმისათვის, რომ გაყიდვების პროცესი სწორად დაგეგმოთ, ჯერ იმ ძირითად ტენდენციებში უნდა გაერკვეთ, რომლის გათვალიწინებითაც დღეს პროფესიონალი მარკეტერები მოქმედებენ.

იცნობდეთ თქვენს უდიტორიას, მიაწვიდონთ მათ ეფექტური მესიჯი და თვალი ადევნოთ მიღებულ შედეგებს, არის ფაზლის მხოლოდ რამდენიმე ნაწილი; მაშ ასე, დავიწყოთ:

აუდიტორიის კვლევა

რაც უფრო უკეთესად ერკვევით თქვენს აუდიტორიაში, მით უფრო უკეთ შეძლებთ გუნდთან ერთად მათი ინტერესების შესაფერი პროდუქტი / მომსახურება შექმნათ.

გაასაჯაროეთ გაყიდვის უნიკალური შეთავაზება

დაიწყეთ თქვენი მიმდინარე კლიენტების მონაცემების ანალიზი: რატომ გირჩევენ მაინცდამაინც თქვენ? დაიწყეთ კვლევით, რათა ამოავსოთ ძირითადი ნაპრალები WWWH-ის მეთოდით: როდის, სად, რატომ და ვინ ყიდულობს თქვენს პროდუქტებს?

იქონიეთ ძლიერი იდენტობა

პროდუქტის სახელის გაგონებისას ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს ბრენდზე, ამიტომაც თქვენი ბრენდის ხმა მნიშვნელოვანია.

დარწმუნდით, რომ ბრენდის ვიზუალი თანმიმდევრულია და შეესაბამება პროდუქტის კონცეფციას; ფერები, შრიფტი და გრაფიკის სტილი მომხარებლისთვის დასამახსოვრებელი უნდა იყოს.

თქვენი შეტყობინებები ინტეგრირებულია.

დარწმუნდით, რომ მარკეტინგული კამპანიის თითოეული ელემენტი თქვენს საბოლოო მიზანს ემსახურება და მიყვება ერთ ძირითად ხაზს (შესყიდვების, ელ-ფოსტის ბიულეტენის გამოწერა, ბლოგის RSS გამოწერები და ა.შ.) ან სოციალური ქსელი, როგორიცაა Facebook / Instagram. ამით მომხმარებელს დაკავშირება უფრო გაუმარტივდება.

აირჩიეთ მარკეტინგის მიქსი

არ არსებობს სტანდარტული მარკეტინგული მიქსი, რომელიც იმუშავებს ყველასთვის. გასაღები არის ის, რომ გაიაზროთ თქვენი უნიკალურობა და აირჩიოთ საკომუნიკაციო გეგმა, რომელიც შეესაბამება შერჩეულ აუდიტორიას.

უკუკავშირი თქვენი გუნდისგან მიიღეთ

ძირითადი საქმიანობის დასრულების შემდეგ, რეკომენდაციები თქვენი გუნდის წევრებისგან ან მარკეტინგული სააგენტოსაგან მიიღეთ. გარშემომყოფთა უკუკავშირი ისეთ დეტალებზე დაგაფიქრებთ, რომელზეც მუშაობის დროს ყურადღება არ გაგიმახვილებიათ.

გეგმა ინვესტიციების მოსაზიდად

წარმატებული მარკეტინგული კომუნიკაციების ძალისხმევა გაცილებით მეტია, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები.  უნდა მოახდინოთ თითოეული ამ ნაბიჯის  რეალიზება იმისათვის, რომ შესაძლებელი გახადოთ ინვესტიციების მიღება მომავალი ზრდის პროცესში.

ყველა ბიზნესი თავად ქმნის საკუთარი წარმატების ისტორიას და განვლილი გზის გადასახედიდან აყალიბებს მიდგომებს. რასაც გთავაზობთ, ეს ხერხები უკვე მრავალჯერ აპრობირებულია სხვადასხვა კომპანიის მიერ.

მოცემული რჩევები განსაკუთრებით გზის დასაწყისში გამოგადგებათ – ხოლო რამდენად საინტერესოს გახდით ამ გზას, ეს უკვე თქვენზეა.

კომენტარის დამატება:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s