ექვსი გავრცელებული მარკეტინგული შეცდომა და თავის არიდების გზები

დიდი შეცდომაა დროის დაკარგვა ისეთი რაღაცის გამოგონებაში, რაც სხვამ უკვე წარმატებით დანერგა თავის საქმიანობაში. დაროვილი ცოდნის უგულვებელყოფა მარკეტინგულ ძალისხმევას აუფერულებს და თანამშრომლების დემოტივაციას იწვევს. ეს ბლოგი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ის ძირითადი შეცდომები, რომელიც გავრცელებულია დღეს მარკეტინგში.

პროდუქტის მიყიდვა მომხმარებლისთვის, რომელსაც ეს არ სჭირდება

ზოგადად გაყიდვების აგენტები ქმნიან თავიანთი კლიენტების ბაზას და რიგითობის მიხედვით უკავშირდებიან მათ. ზოგს ტელეფონით, ზოგსაც პირადად სტუმრობენ. თუ მომხმარებელს სურვილი აქვს შეიძინოს შეთავაზებული პროდუქტი, მაშინ გაყიდვების აგენტს მოუსმენს და დაელოდება მის წინადადებას. იმ შემთხვევაში კი თუ მას არ სჭირდება ეს პროდუქტი, არაკორეკტულია გაყიდვების მიზნის მიღწევის მოტივით, მაინც გაასაღო ის. ასეთ შემთხვევაში ნდობის ფაქტორი იკარგება და როცა მომხმარებლი პროდუქტის არასაჭიროებაში დარწმუნდება, უარყოფითად განეწყვება შემდეგში თქვენი შეთავაზებებისადმი.

ინტერნეტ რეკლამირების უგულვებელყოფა

ვიდრე ბიუჯეტს რეკლამისათვის შეადგენდეთ, დაფიქრდით, რომელი საშუალებებით გაავრცელებთ თქვენს სარეკლამო მესიჯს? ბეჭდურ მედიაში გამოქვეყნება გირჩევნიათ თუ ტელევიზორში გაშვება? დღეს უკვე მარკეტერები აღიარებენ, რომ რეკლამირების მომავალი არის ინტერნეტში და არა ტრადიციულ მედიაში.

მიუხედვაად იმისა, რომ გაზეთებს ხუთასწლოვანი ისტორია აქვთ, ინტერნეტმა შეძლო საგაზეთო ინდუსტრიის რამდენიმე ათეულ წლიწადში დაჩრდილვა. ონლაინში თქვენ იხდით იმ რეკლამაში, რომელიც მომხმარებლამდე ნამდვილად მივა. ბეჭდურ მედიაში კი მოგიწვეთ თითუელი მკითხველისთვის გადახდა. მათთვისაც კი, ვისაც თქვენი პროდუქტი არ აინტერესებს.

უკმაყოფილო მომხმარებელთან დამოკდებულება

ზოგჯერ გვავიწყდება ფრაზა: “მომხმარებელი ყოველთვის მართალია” და უკმაყოფილო კლიენტებს ცხელ გულზე უფრო გავანაწყნებთ ხოლმე. როგორც დადებითად განყობილ კლიენტს სჭირდება მადლობის გადახდა, ასევეა უკმაყოფილოს შემთხვევაში. თუ მაინც შეცდით და ადამიანი დაიმდურეთ, ეძებეთ საშუალებები, რათა მომხმარებლის გული კვლავ მოიგოთ და ის კიდევ უფრო ერთგული გახდება თქვენი მომსახურების მიმართ. თუ ამას არ გააკეთებთ, მისი უარყოფითი ენერგია ასობით მომხმარებელს გადაედება.

გრძელი მისიის განაცხადი, რომელიც 25 სიტყვაში არ ეტევა

მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მარკეტერს ბაზარზე სასარგებლო პროდუქცია გამოაქვს, მაინც ვერ აღწევენ დასახულ მიზნებს. რატომ? იმიტომ, რომ არ აქვთ ჩამოყალიბებული მისიის მოკლე განაცხადი. ეს უფრო მეტია, ვიდრე ორ-სამსიტყვიანი სლოგანი. თქვენ უნდა ეცადოთ, შექმნათ ისეთი მისიის განაცხადი, რომელიც ზუსტად 25 სიტყვაში მოთავსებდა და მომხმარებელს ადვილად დაამახსოვრდება. ეს რთული ამოცანაა და მუშაობის დაწყება სულ თავიდან მოგიწევთ. რას ნიშნავს მუშაობის თავიდან დაწყება?

პირველ რიგში, უკან უნდა დაიხიოთ და მოუსმინოთ იმდენ მომხმარებელს, რამდენსაც აუცილებელია, იმისათვის რომ გაერკვეთ ყველაზე მნიშვნელოვან საჭიროებაში, რომელიც კლიენტს თქვენს პროდუქტთან აკავშირებს. როცა მიხვდებით, რაშია საქმე, უნდა შეადგინოთ მომხმარებელთან ურთიერთობის ვრცელი ტექსტი, ამოკრიბოთ საუკეთესო სიტყვები და დაიწყოთ ბრეინშტორმინგი და მისიის საუკეთესო განაცხადი შეადგინოთ.

ბრენდის სუსტი კაპიტალი

ბრენდირება მნიშვნელოვანია. შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანიც კი ზოგიერთი პროდუქტის შეფუთვისა და რეალიზების პროცესში, თუმცა კარგი ბრენდის შექმნას დრო და ძალისხმევის გამოჩენა სჭირდება. ამას ემტება მომსახურების გამოცდილება, ერთგული მომხმარებლის შეძენა, სხარტი და მიმზიდველი კამპანიები, რომლითაც შენდება ბრენდის კაპიტალი. მეორე მხრივ შეიძლება, თქვენს რეკლამაში დასმული აქცენტები იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდეს, რომ ბრენდის სახე გადაფაროს პროდუქტის ან მომსახურების დაუვიწყარმა წარდგენამ, რაც ლოგოტიპზე ნაკლები ზრუნვით უნდა იყოს გამოწვეული.

გრძელვადიან პერიოდში თქვენთვის არ არის მომგებიანი ბრენდიც ვიზუალის დავიწყება. დროთა განმავლობაში მას დასჭირდება გახალისება, რადგან იცვლება ტენდენციები და ბრენდის უფრო თანამედვროვე იერი კონკურენტულ უპირატესობას მოგაპოვებინებთ.

მარკეტინგული მუხტის ჩაქრობა

როდესაც საქმე კარგად მიდის, იზრდება შემოსავლების მოცულობა და ახალ მომხმარებელს იძენთ, ჩნდება ცდუნება, შეასუსტოთ მარკეტინგული აქტივობები. დასვენება კარგია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის ძალების აღდგენას ემსახურება და შემდეგ გაორმაგებული მოტივაციით დაუბრუნდებით მიმდინარე საქმიანობას.

სხვა შემთხვევაში, მარკეტინგული ძალისხმევის დიდი ხნით შეწყვეტა, გამოიწვევს კლიენტების დაკარგვასა და გაყიდვების ტემპის ვარდნას. ამიტომ უმჯობესია, საქმის კურსში იმყოფებოდეთ და თვალი ადევნოთ ბაზრის მდგომარეობას, რათა სათანადო რეაგირება მოახდინოთ კონკურენტების მოქმედებებზე.

Advertisements

კომენტარის დამატება:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s