ნეპოტიზმი მარტივად

მაღალი რგოლის მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე გამოვაცხადეთ კომპანიაში ვაკანსია (ხელფასი: 1000-1500 ლარი, დამოკიდებული კვალიფიკაციაზე).

რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ 15 კანდიდატი დავიბარეთ საცდელი დავალების შესასრულებლად.

მათ უნდა წაეკითხათ ბიზნეს ქეისი და ინფორმაცია ვიზუალურად წარმოეჩინათ ფურცელზე. შეეძლოთ დაეხატათ ნებისმიერი სურათი, რასაც საჭიროდ ჩათვლიდნენ.

ამით კანდიდატების შემოქმედებით უნარსა და სისხარტეს შევაფასებდით TOP მენეჯერის მოთხოვნის შესაბამისად (ვისთანაც უნდა ემუშავა).

გასაუბრების ეტაპზე ხუთი ადამიანი გადავიყვანეთ. ბოლოს კი სამი შესანიშნავი აპლიკანტი დაგვრჩა:

1. ნუცა: საქართველოში მიღებული განათლებით, ინგლისური ენის ბრწყინვალე ცოდნითა და კრეატიული უნარებით.

2. შოთა: ქართულ-ევროპული განათლებით, საბანკო პროდუქტების მართვის გამოცდილებითა და ორი უცხო ენის ცოდნით.

3. სალომე: ახალდაბრუნებული თურქეთიდან, სადაც მაგისტრატურაზე სწავლობდა და იქაური ჰოლდინგის ოპერაციების გუნდში გაიარა სტაჟირება.

უამრავი დრო ვიფიქრეთ, ვიკამათეთ სწორი არჩევანის გასაკეთებლად. საბოლოოდ აღნიშნულმა ტოპ მენეჯერმა გადაწყვიტა დავა და გვითხრა: რისთვის ვიმტვრიო ტვინი, აგერ ჩემი დისშვილი უმუშევარი ყოფილა და მასზე სანდო თანაშემწეს სად ვიპოვიო?

ერთ კვირაში გავიცანით ბადრი – სამსახურის მაგიდაზე ფეხები ჰქონდა შემოწყობილი და ფერმას თამაშობდა თავის მობილურში.

*ამბავი გამოგონილია, თუმცა მორგებულია დღევანდელობას – ნეპოტიზმი ქართულად.

კომენტარის დამატება:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s