ერთი წელია, რაც უნივერსიტეტი დავამთავრე და ასე მგონია, ათი წელი გავიდა.
ამ მოკლე ხანში დავიწყე მეორე და მესამე უცხო ენების აქტიური დახვეწა;
ვიმუშავე თავის სფეროში წამყვან ორ საერთაშორისო კომპანიაში: ნავთობი/საცალო ვაჭრობა;
ხუთჯერ გავზარდე აქტივობა ლინკდინზე, რამაც ბევრი პროფესიონალი კონტაქტი მომიტანა;
წავიკითხე თითქმის იმდენივე წიგნი, რაც ბაკალავრიატზე ერთად აღებული. ამჯერად ჩემი გემოვნებით არჩეული და არა სილაბუსით სავალდებულო;
გავხდი საკუთარი განრიგის ბატონ-პატრონი.
მუდმივად იმაზე დარდი აღარ მიწევს, როგორ შევუთავსებ სწავლა/მუშაობას ერთმანეთს;
წინ უფრო მნიშვნელოვანი წელიწადი და უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევებია.