მოჩვენებითი დაკავებულობა ოფისში

ერთ სამსახურში, სადაც მუშაობით მთვრალი თანამშრომლები მეხვია გარს, ხშირად უხერხულად ვგრძნობდი თავს.

საქმე იმაშია, რომ ზეგანაკვეთურ შრომაზე უარს ვამბობდი და შინაც დროულად ვბრუნდებოდი – დაუმთავრებელი კორპორაციული ვალდებულებების გარშე.

ჩემი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ენერგიას პრიორიტეტული ამოცანის შესრულებას ვუთმობდი და ყურადღების გამფანტავ აქტივობებს არ ავყვებოდი.

როცა დავალებაზე მაქსიმალური კონცენტრაცია იყო აუცილებელი, ტელეფონსაც კი ვთიშავდი – ფეისბუქში შესვლაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

აქვე თვალს ვადევნებდი სხვათა აქტივობებს და არ მესმოდა, რატომ ასოცირდებოდა მათი მუდმივი/მოჩვენებითი დაკავებულობა კომპანიაზე ზრუნვასთან (საჭიროებისდა მიუხედავად).

ჩემი კოლეგა ერთხელ იმიტომ განაწყენდა, რომ პროდუქტიული დატვირთვის შემდეგ, ზაფხულის ორი კვირა უქმეებით უნდა მესარგებლა, როცა თვითონ ნორმალურად სადილობასაც ვეღარ ახერხებდა დაგროვილ ვალდებულებათა გამო.

კომენტარის დამატება:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s