“მოღვაწეობის” ხუთი წელი მისრულდება ლინკდინზე.
როგორც ქსელის ერთ-ერთი სტაჟიანი მომხმარებელი, ხუთ ქართულ ტენდენციას გამოვყოფ:
ლინკდინზე აქტიურად მიმდინარეობს იდეების გაცვლა-გამოცვლა და დისკუსიები სხვადასხვა საქმიან თემაზე. ოღონდ არაექსპერტული ენით უნდა წერდეთ, რათა აქტივობამ ჩართულობა გამოიწვიოს.
არის სასურველი სამსახურის შოვნის მაგალითებიც, თუმცა ამაზე საკუთარ გამოცდილებას ვერ მოვიშველიებ.
მქოდნა მცდელობა, დავსაქმებულიყავი საიტით, მაგრამ ვერ მიაღწია სასურველ დამსაქმებლამდე იმ პოსტმა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის რეკორდული ოდენობის ლაიქი დააგროვა.
ქსელში რეგისტრირებულია არაერთი ქართველი ტოპ მენეჯერი, რომლებსაც შეგიძლიათ პირადად მიწეროთ და თუ ჩვენთვის დამახასიათებელი “განდიდების მანიით” არაა შემპყრობილი, ეჩათაოთ კიდეც.
ახალ მომხმარებელს თუ სურს, ერთი თვით უფასოდ გაიაქტიურებს პრემიუმ ექაუნთს და სხვადასხვა ონლაინ კურსს გაივლის, რითაც თავის რეზიუმეს მოთხოვნად უნარჩვევებს შემატებს.
განსაკუთრებით მათ, ვინც ბიზნესით ხართ დაკავებული და ინოვაციებს თვალყურს ადევნებთ, ძირითად გლობალურ პროცესებს პირველები აქედან შეიტყობთ. ვის გამოადგება, ვის არა, მაგრამ მაინც სასიამოვნოა ხარისხიანი ქონთენთის წაკითხვა.