შორს დაიჭირეთ თავი ყველაფრისმცოდნეებისგან
ნებისმიერ თემაზე ისინი “კომპეტენტურ” აზრს აფიქსირებენ, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ თქვან: არ ვიცი.
ღიად შეუძლიათ სხვის გადაწყვეტილებათა შეფასება – მყისიერად დაადასტურებენ, ვიღაც მართალს ამბობს თუ ცდება. არადა მხოლოდ დრო განსაზღვრავს ამას.
ყველაფრისმცოდნეები მაღალფარდოვანი სიტყვებით გამოირჩევიან და დიდაქტიკური პასუხების დაბრუნება სჩვევიათ.
განსხვავებით საქმის მკეთებლებისგან, რომლებიც ნაკლებს საუბრობენ, მეტს ისმენენ და მეტად მოქმედებენ საზოგადოების საკეთილდღეოდ.
მათ იციან, რომ უსწრაფესად ცვალებად სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა სიმარტივეს ენიჭება.
ექსპერტულად მეტყველება კი დემაგოგიაა და ფართო შედეგების მოტანას არ ემსახურება. ყოველ შემთხვევაში დადებითისას.
მოკლე საუბარში ჩატიო დიდი სათქმელის არსი – ესაა წარმატებული კომუნიკაციის საწინდარი.