ფლაერი ინებეთ, ფასდაკლებაა..

სადგურის მოედნის მეტროდან გამოსულს პრომო გოგონა შემხვდა გასასვლელში, რომელიც საკანცელარიო ნივთებზე ფასდაკლების ფლაერებს არიგებდა. მეც გამომაწოდა და ავიღე.

წასაკითხად რომ დავხედე, აღმოვაჩინე, ერთის ნაცვლად ექვსი ფლაერი მჭერია ხელში და უცებ იდეამ გამიელვა.

რა მოხდება შორიახლოს რომ დავდგე და მეც შევითავსო პრომოაგენტობა – თქო? ვფიქრობდი.

ცოტა უცნაურად გამოიყურებოდა ეს აზრი, თუმცა იქვე, მიწისქვეშა გადასასვლელთან მაინც მივედი.

დავიწყე ხალხის ყურება. გაშეშებული ვიდექი და ვუყურებდი.

მეშინოდასავით, ფლაერები გამეწოდებინა. არ ვიცოდი, როგორ შემხვდებოდნენ, აიღებდნენ თუ არა, იქნებ დაეცინათ ჩემთვის?

მსგავსი აზრები მიტრიალებდა თავში და უკვე წამოსვლას ვფიქრობდი, როცა მომენტალურად გავუწოდე პირველივე შემხვედრს ფურცელი.

არ გამომართვა, მაგრამ ტრაგედიაც არ მომხდარა.. მეორემაც გაიარა.. მესამემ, გოგონამ გამომართვა და ღიმილი მოაყოლა.

მეოთხე შემთხვევაში ქალბატონი მომიახლოვდა და ფლაერის აღებისას საუბარიც კი გამიბა. მითხრა, რომ ბავშვები არ ჰყავდა სახლში და სასკოლო ნივთები არ დასჭირდებოდა.

მე კიდევ შევთავაზე, მაინც წაეღო, რადგან აქ არსებული პროდუქცია, მაგ: მარკერი, შეიძლება ოჯახის სხვა წევრს გამოეყენებინა. იგი დამთანხმდა.

მეხუთემ, მეექვსემ ჩაიარეს. მეშვიდე, ახალგაზრდამ წაიღო და მადლობა გადამიხადა. დარჩენილი ფლაერებიც უცებ გამითავდა.

მე კი თავდაჯერებით გავაგრძელე გზა – პატარა გამარჯვებით კმაყოფილმა ჩემივე შიშზე.

კომენტარის დამატება:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s