არ ვიცი, რა მელის წინ, თუმცა ამჟამად განცდილი ემოცია მინდა, გაგიზიაროთ.
თითქმის ექვსი თვის შემდეგ პროფესიული სამსახური ვიპოვე.
ბევრი საშუალება გამოვიყენე ამ პერიოდში – დაწყებული დასაქმების საიტებით, დამთავრებული ეიჩარ სააგენტოებითა და ოფისებში პირდაპირი სტუმრობით. მათ შორის, ოთხი თვის წინ ლინკდინზეც დავდე განცხადება, თუმცა უშედეგოდ.
ქართული კომპანიებისგან დავიწყებულს არ ვიცოდი, რაღა მომემოქმედა. უკვე გადავწყვეტილი მქონდა, მოვშვებოდი ცრუ მოლოდინების შექმნას, როცა სინათლის სხივი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში.
კარიერას ვაგრძელებ საერთაშორისო კომპანიაში მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულებით.
ინგლისური ჩემით ვისწავლე. ჯერ ინტერნეტის დახმარებით ჩვეულებრივად, შემდეგ კი პირისპირი დიალოგით უცხოელებთან.
ენის ცოდნის დამადასტურებელი ოფიციალური სერტიფიკატი არ მაქვს, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ინგლისურენოვანი თანამშრომლებით დაკომპლექტებულ გუნდში მოვხვედრილიყავი.
ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა და ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა თვალსაჩინო შედეგები ვაჩვენო.