მარკეტერებისთვის რეკლამა სამიზნე აუდიტორიასთან კომუნიკაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი საშუალებაა, რომელიც აისბერგის ზედაპირს წარმოადგენს.
რეკლამის მთავარი მიზანი, რომელიც ყველა კომპანიისათვის საერთოა, ესაა კავშირი დაამყაროს სწორ მომხმარებელთან – ვისთვისაც განკუთვნილია ესა თუ ის პროდუქტი.
ზოგიერთი კომპანია მას მომხმარებელთან ძველი კავშირის შესანარჩუნებლად იყენებს, რათა ადამიანებმა ხელახლა განიცადონ ადრე შეძენილი პროდუქტით მიღებული კმაყოფილება.
იმისათვის, რომ რეკლამამ სასურველი შედეგები მოიტანოს, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით აღნიშნულ პროცესს:
ბრიფის შედგენა. რეკლამის მენეჯერმა, პირველ რიგში, SWOT ანალიზით უნდა დაიწყოს პროდუქტისა და მომსახურების დახასიათება, რომლის დარეკლამებასაც შემდგომში აპირებს.
მიზნის დასახვა. მეორე ეტაპზე უპასუხეთ კითხვას: რა ძირითადი მესიჯის მიტანა გსურთ სამიზნე აუდიტორიამდე?
კვლევა. მუშაობთ ბაზრის ქცევის შესწავლაზე. აკვირდებით კონკურენტებს; რეკლამის რომელ ტიპს იყენებენ ისინი? რა არის მომხმარებლის პასუხი მათ შეტყობინებებზე?
სამიზნე აუდიტორია. სამიზნე მომხმარებლის განსაზღვრა, რომელიც დიდი ალბათობით შეიძენს თქვენს პროდუქტს. აუდიტორია ზუსტად უნდა იყოს გამოკვეთილი. მაგალითად, თქვენი პროდუქტია ნატურალური წვენი ბავშვებისთვის? ამ შემთხვევაში სამიზნე მომხმარებელი იქნება მშობელი, რომელიც შეიძენს წვენს.
მედიის შერჩევა. რეკლამის გავრცელების არხი, რომელსაც თქვენი მომხმარებელი იყენებს ყველაზე ხშირად.
ბიუჯეტის გაწერა და დიზაინის შექმნა. უნდა დარწმუნდეთ, რომ სარეკლამო ბიუჯეტი გონივრულ ფარგლებში მოაქციეთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაუკვეთოთ რეკლამა სააგენტოებს.
შედეგების მონიტორინგი. მას შემდეგ, რაც რეკლამა გაეშვება, თვალყური უნდა ადევნოთ მოხმარებლის რეაგირებას თქვენს მესიჯზე. შესწევს რეკლამას იმის უნარი რომ კონკურენტუანრიანი გახდეს სარეკლამო ბაზარზე და შეაღწიოს მომხმარებელთა ყოველდღიურობაში?
დღეს რეკლამის ორ ძირითადი ტიპი გვხვდება, ესენია: ტრადიციული და თანამედროვე სახის რეკლამები. 50 წელიწადზე მეტია, რაც ტელევიზია რეკლამის ძირითად წყაროდ გვევლინება.