კომპანიათა წარმომადგენლების გაუფრთხილებლობაზე წერისას ხშირად მეუბნებოდნენ: უნდა გიხაროდეს, რომ ასეთებთან საქმე არ დაიჭირეო.
ვიდრე სანიმუშო ორგანიზაციაში მუშაობა არ დავიწყე, მანამდე ამ ფრაზის მნიშვნელობა სრულად ვერ გავაცნობიერე.
წარმოვიდგენ ხოლმე კონკრეტულ ქმედებას, რომელსაც ჩემს კომპანიაში ვაფასებ და მერე ამის საწინააღმდეგო მიდგომას უპასუხისმგებლო ბიზნესში.
ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს ყოველი დღე ემოციურად გამოფიტული დავრჩებოდი.
ასეთ დროს მადლობის გადახდაც კი მინდება მათთვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა არ შედგა.
2015-2019 წლის ჩათვლით, სხვადასხვა პოზიციაზე მიმუშავია. ზოგჯერ ერთდროულად რამდენიმე საქმეს ვასრულებდი.
მუშაობის პირველადი მიზანი არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობა არაერთხელ გამხდარა, თუმცა ამასთან ერთად სხვა სიკეთეებიც მიმიღია. მათ შორის საკომუნიკაციო უნარების გაუმჯობესება იყო.
კვალიფიკაციის შესაფერის სამსახურს კონკრეტულ მომენტში შეიძლება ვერ ვპოულობდეთ, თუმცა ლოდინში დროის გაყვანა შეცდომად მიმაჩნია.
დროებით ერთი საფეხურით უკან დახევით არაფერი შავდება. თუნდაც ნაკლებად სასურველი საქმის კეთება მოგიწიოთ. ესეც ხომ გამოცდილებაა?
პარალელურად ძიება განაგრძეთ. გადახედეთ რეზიუმეს, მიდგომებს. ირეპეტიციეთ, ვითომ გასაუბრებაზე იმყოფებით და ენერგიულებმა შეუტიეთ ხელახლა.
სასურველ კომპანიაში მოუთმენლად გელიან. კომპანიაში, სადაც თქვენს ტალანტს სათანადოდ დააფასებენ.
მიმდინარე სამსახურეობრივი პოზიცია ამის მაგალითია ჩემთვის.