დიდი შეცდომაა, სამსახურის მაძიებლის მასიურ უმუშევრობაში დადანაშაულება.
არაერთი ბიზნეს მენეჯერისგან გამიგია, რომ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, ენერგიულ ახალგაზრდას ეძებენ და ვერ პოულობენ.
ამის მიზეზად ამბობენ, რომ დასაქმება სიტყვიერად ყველას უნდა, საქმით – არავის. თურმე უნდათ კაბინეტი და მილიონები, წუწუნი და სხვაზე გადაბრალება.
ფართოდ გაახილეთ თვალები და დაინახავთ, საკუთარ თავზე და მომავალზე პასუხისმგებლობის აღების რამდენი მსურველი ეძებს ადამიანურ სამსახურს და ვერ უპოვნიათ. რამდენი ახალკურსდამთავრებული ელოდება პირველ ანაზღაურებას და ვერ მიუღია.
ცოტა უხერხულია, ამ ვითარების შემყურე გაბერილი ამბიციების ქონაზე საუბარი, როცა ეტაპობრივი სვლა-განვითარება სურს ხალხს და არა თქვენი “სავარძლები”.