არსებობენ კარგი ადამიანები, რომლებიც პროფესიულ გზაზე გვეხმარებიან, სჯერათ ჩვენი და წარმატების შანსს გვაძლევენ.
ამაში კიდევ ერთხელ მაშინ დავრწმუნდი, როცა “ლუკა პოლარეს” დირექტორს შევხვდი.
უნივერსიტეტის დამთავრებიდან ნახევარი წელიწადი პროფესიულ სამსახურს ვეძებდი. დღეები ერთფეროვნად გადიოდა რეზიუმეების დაგზავნაში, გასაუბრებებსა და საბოლოო პასუხის მოლოდინში, რაც უმეტესად არც მოდიოდა.
ერთხელაც ცნობილ ქართულ ბრენდს გადავუგზავნე CV დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე და მალე ინტერვიუც დამინიშნეს, რომლის დასასრულს შევთანხმდით, რომ პასუხს ორი კვირის ვადაში შემატყობინებდნენ.
წარსული გასაუბრებებიდან ვისწავლე, რომ წინასწარი მოლოდინების შექმნა არ ღირდა, რადგან მერე იმედგაცრუებული ვრჩებოდი. სწორედ ამიტომ ვიყავი ძალიან გახარებული, როცა ტელეფონზე ლუკას ეიჩარის ზარი გაისმა. მან საბოლოო ეტაპზე დირექტორთან შეხვედრა ჩამინიშნა.
საუბრის შემდეგ ქალბატონმა თეამ მითხრა, რომ სჯეროდა ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის.
ამ ფრაზის მოსმენა იყო დიდი მოტივაცია და დიდი პასუხისმგებლობაც ამასთანავე. ბოლომდე უნდა მომენდომებინა, რათა მისი მოლოდინი გამემართლებინა.
მას შემდეგ მეორე წელი დაიწყო, რაც “ლუკა პოლარესთან” ვთანამშრომლობ.
კომპანიაში დოკუმენტაციის ახალ ფორმატში გაწერა მევალება.
ურთიერთობა მიწევს სხვადასხვა მიმართულების მენეჯერთან, რაც ბიზნესის გლობალურად აღქმაში მეხმარება და ჩემს მრავალფეროვან გრაფიკს უზრუნველყოფს.
გარდა იმისა, რომ პროფესიულად ვვითარდები, კომპანია ასევე საშუალებას მაძლევს, საქმე დისტანციურად შევასრულო.
საკმარისი დრო მრჩება პირადი ცხოვრებისა და თვითგანათლებისთვის.
აქ გამორჩეულად გემრიელი ნაყინი მზადდება და თანამშრომლებზეც ძალიან ზრუნავენ.