დღესდღეობით ინტერნეტი ხელმისაწვდომს ხდის საჯარო სივრცეში თქვენზე ინფორმაციის მოპოვებას.
სოციალური ქსელები: ფეისბუქი, ლინკდინი და ინსტაგრამი სწრაფად ვითარდებიან, ამიტომაც იზრდება 21-ე საკუნეში ონლაინ ბრენდინგის მნიშვნელობა.
დამსაქმებლები ახლა პროაქტიურად ნახულობენ კანდიდატის შესახებ ინფორმაციას ციფრულ სამყაროში. ისინი რეზიუმის უბრალო შემოწმებით აღარ კმაყოფილდებიან და როდესაც თქვენზე ინფორმაციას ფეისბუქით ეცნობიან, ორაზროვანი პოსტები აინტრიგებს მათ.
მზარდი კონკურენციის ფონზე კომპანიები ეძებენ საშუალოზე მაღალი დონის კანდიდატებს გასაუბრების ეტაპზე გადასაყვანად. ამ დროს მათ ხელჩასაჭიდად ისეთი ინფორმაცია სჭირდებათ, რომელიც ხაზს არამარტო აპლიკანტის კვალიფიკაციას, არამედ ჩვევებსა და კონკურენტულ უნარებსაც გაუსვამს.
თქვენი მოვალეობაა საკუთარი თავი ჯგუფური მასისგან იქნეს გამორჩეული და ამ საქმეში უკვე შექმნილი ონლაინ რეპუტაცია დაგეხმარებათ.
სერიოზულად მოეკიდეთ გზავნილებს, რომლებსაც სოციალური ქსელით გასცემთ. არის კი ეს ინფორმაცია თქვენთვის სასურველი ბრენდის შესაფერისი?
ფრთხილად იყავით შემთხვევით ფოტოებთან, რომელიც გადაღებული იქნება საჯარო ადგილებში. პროფესიული ინდუსტრიიდან სიახლეები გააზიარეთ ლინკდინზე, სადაც ასევე ბლოგების წერა შეგიძლიათ.
მეგობრული წვეულებების გასასაჯაროებლად გამოიყენეთ ინსტრაგრამი ან ფეისბუქი, რაც საზიანო ნამდვილად არ არის თუ ზედმეტად ნასვამ მდომაგრეობაში არ იმყოფებით.
რა სახის მასალამ შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს თქვენზე დამსაქმებლის თვალში? ერთ-ერთი, ეს არის ხშირად ან ძალიან ხშირად დეპრესიული პოსტების გამოქვეყნება ან ისეთის, რაც თქვენი ხასიათის ნაკლოვანებებს უსვამს ხაზს.
დააკვირდით რას ამბობენ სხვები თქვენ შესახებ ონლაინში, რადგან ამის უგულვებელყოფით შეიძლება მნიშვნელოვანი დაბრკოლება შეუქმნათ საკუთარ წარმატებას.