ღამის ათ საათზე გასაუბრება მქონდა უცხოურ რესტორანში. CEO-მ თავისი ქვეყნის სამზარეულოთი მიმასპინძლა და სხვადასხვა თემებზე მესაუბრა.
მთელი საათის განმავლობაში თითქმის დავმეგობრდით.
ვიცოდი, ამ საუბრით ჩემს მსოფლმხედველობას სწავლობდა. აინტერესებდა, რამდენად კარგად მოვერგებოდი გუნდს.
საბოლოოდ ერთ საკითხზე ვერ ჩამოყალიბდა:
მითხრა, რომ თავის შვილს ვაგონებ. მასავით მოკრძალებული ვარ. ბიზნესში კი, სადაც ის მოღვაწეობს, უფრო სხვა ხასიათის ქონას ანიჭებენ უპირატესობას. ანუ თავხედობას.
არის ფარდის მეორე მხარეც. ჩემს ბიჭს ვიცნობ და თან მომწონს, როგორ აფასებს ყველა ზრდილობისა და თავმდაბლობის გამოო.
ამიტომ შანსს მოგცემ და საცდელ დავალებას თუ წარმატებით გაივლი, ჩათვალე ჩვენიანი ხარო.
გამომშვიდობებისას დრო ვთხოვე მოსაფიქრებლად და დავამატე, რომ საამაყო შვილი ჰყავს.