მშობლიურ დაბაში ვიმყოფები. ჩემი ორგანიზაცია დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა ინტერნეტის დახმარებით.
ფიზიკურად ნახევარ დროს რადგან აქ ვატარებ, აქტიურად დავიწყე ფიქრი, რა პოზიტიური ცვლილებები შეიძლება მოვუტანო ჩემს თანადაბელებს?
გადავწყვიტე, უცხო ენების სწავლება დავიწყო.
ჩემგან არ მიიღებთ ორიანებს და დატუქსვას, რატომ დაიგვიანეთ გაკვეთილზე. მოგექცევით, როგორც თანაბარმნიშვნელოვან ადამიანებს, რომელსაც შეიძლება სასწრაფო საქმის გამო დააგვიანდეს. ყველას მდგომარეობაში შევალ, ოღონდ სისტემატური ხასიათი არ უნდა მიიღოს უდისციპლინობამ, რა თქმა უნდა.
არ დაგვავიწყდეს ჩვენი მიზანი – ვისაუბროთ თავდაჯერებულად უცხო ენაზე.
საბაზისო კურსის დახურვის პერიოდში განვითარების ინდივიდუალურ გეგმას დავსახავ ყველასთვის. შედეგად თვითონვე შეასრულებთ დამოუკიდებელ მეცადინეობებს (სურვილის შემთხვევაში, გადავალთ მაღალი დონის გაკვეთილებზე).