წინადადებას ვუთარგმნიდი უცხო ენის ჯგუფს და ფინიშთან ერთი, თანაც უმარტივესი სიტყვა დამავიწყდა. აი, ასე, ვერ გავიხსენე “ფარდა” ინგლისურად.
რა იქნება, ახლა გავქრებოდე მეთქი – ვფიქრობდი და უცებ უკნიდან მშვიდი ხმა გავიგე: “Curtain” ხომ, მას?
ღელვა გაქრა, მივიხედ-მოვიხედე და მოსწავლეებიც წყნარად აგრძელებდნენ მუშაობას. შეგნებით, რომ მასწავლებელსაც შეიძლება ხანდახან შეეშალოს.
გაკვეთილის ბოლოს მადლობა ვუთხარი ჩემს გადამრჩენელ ბავშვს. “რისთვის, მას?” – მკითხა. “ფარდის შეხსენებისთვის” – ვუპასუხე მე.
“არაფრის. თქვენ ხომ ბუნებრივად იღებთ ჩვენს მილიონ შეცდომას, რადგან მათი გამოსწორებით ვვითარდებით”…
და გონებაში ის ვიდეო მიმართვა ამოტივტივდა, სადაც სწავლების ფილოსოფიაზე ვყვები.
გაოცებული დავრჩი. ბავშვებმა არამარტო დაიმახსოვრეს, გაითავისეს კიდეც: ცხოვრებაში ყველა ვცდებით, რაც არის ნორმალური მდგომარეობა.