შუახნის მოსწავლეები მიყვებიან, როგორ უკვირთ მეზობლებს, უცხო ენებზე მათი სიარული. რაღა დროს თქვენი სწავლაა, სახლ-კარს მიხედეთო, ეუბნებიან.
მეც ვეუბნები, ასეთ ხმებს ნუ აყვებიან და განვითარების გზა განაგრძონ.
ათეული წლები ისინი შვილებს უზრდიდნენ ქვეყანას, რომლებიც ახლა დამოუკიდებლად აგრძელებენ ცხოვრებას.
დედებს კი დრო გამოუთავისუფლდათ კარიერული მიზნების განახლებისთვის.
ესეც რომ არა, რატომ არ შეიძლება, ერთდროულად იყო კარგი დედა / წარმატებული ქალი?
ვამაყობ ჩემი პროგრესული მოსწავლეებით.
უამრავი საოჯახო საქმის მიუხედავად, უცხო ენების არც ერთი გაკვეთილი არ ჩაუგდიათ და წინ მიიწევენ.