ძალიან მორიდებული მოსწავლე მყავს თურქულში. ასეთი ვარო, მეუბნება და გამეორებას თუ არ თხოვ, გაკვეთილზე ხმას არ იღებს. ზოგჯერ კი ყველას სიჩუმეში წამოცდება სწორი პასუხი.
თამაშები უყვართ პატარებს, ამიტომ ამ ბავშვისთვის მოვამზადე “გამოცნობანა” და მისი გააქტიურების მოლოდინით განვიმსჭვალე.
ახალ გაკვეთილზე მოვიდა და ისე იმხიარულა, ვეღარ ვიცანი.
დაასახელა ერთი, ორი, სამი სიტყვა…
ჟინი გაუჩნდა, პირველი ადგილზეც გასულიყო და ათიდან ათივე სიტყვა გამოეცნო.
არადა საწყისი კვირა ხმას ძლივს ამოაღებინებდი.
როგორც ჩანს, სწავლობდა, მაგრამ ერიდებოდა სხვების თანდასწრებით ცოდნის გამომჟღავნება.