როდესაც აცნობიერებ რომ საამისოდ ძლიერი ხარ, საკუთარ თავს უარი უთხრა ისეთ რაღაცებზე, რაც ერთი შეხედვით ძალიან გინდა, ესე იგი გაიზარდე.
როდესაც მიხვდები რომ არასდროს არ უნდა შეგრცხვეს იმის, რაც თანდაყოლილია, ესე იგი გაიზარდე.
როდესაც ადამიანებისგან არ ითხოვ იმაზე მეტს, რაც შეუძლიათ მოგცენ და იღებ მათ, როგორებიც არიან (საკუთარ გემოვნებაზე მორგების გარეშე), ესე იგი გაიზარდე.
დაამატეთ კომენტარებში, თქვენ რას მიიჩნევდით მენტალური ზრდის საზომად?