მიიღეთ დამსახურებული ჯილდო თამამად

ნოემბრის შემაჯამებელი გამოცდა ვაწერინე მოსწავლეებს.

ერთ-ერთმა, ასაკით უმცროსმა თავის ჯგუფელებზე მეტი ქულა აიღო და ამის დანახვისას უხერხულად შეიშმუშნა. დიდებს რომ აჯობა, არ ესიამოვნა.

მივულოცე უმაღლესი ნიშანი და მიპასუხა: “მასს, მე უბრალოდ ყველაზე მარტივი ვარიანტი შემხვდა და გამიმართლაო”.

“10+” სწავლისადმი თავის მიძღვნის შედეგიცაა, ამიტომ მოსწავლეს ვუთხარი, ზედმეტი თავმდაბლობა გვერდზე გადაედო და გაეხარა თავისი მიღწევით.

მიიღეთ დამსახურებული ჯილდო თამამად, რადგან სხვა შემთხვევაში, საკუთარი უნარებისადმი უპატივცემულობას გამოხატავთ.

კომენტარის დამატება:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s