გაკვეთილი მოსწავლეებს მიჰყავთ

ყველას გვესმის ახალი ეპოქის მოთხოვნები. ტექნოლოგიების საუკუნეში ვცხოვრობთ, რომლის სალაპარაკო ენა ინგლისურია. სადაც არ უნდა იყო, მინიმუმ მობილურის შესახებ გეცოდინება; ჩამოშლი მენიუს და ეს ენა აუცილებლად დაგხვდება. კომპიუტერისა და ახალი პროფესიების დაუფლებაზე ხომ აღარაფერს ვამბობ.

მოსწავლეებს ინგლისურის ათვისების დამატებითი მიზეზებიც აქვთ, მაგალითად: სკოლის მასალის გაგება, გამოცდებისთვის სამზადისი, უკეთესი სამსახურის მიღება ან უცხო ენის საზღვარგარეთ გამოყენება.

ჩვენი გაკვეთილები მათზეა მაქსიმალურად მორგებული. თუ ახალ თემას არ ვხსნი, უმეტესი დრო აქტივობებს ეთმობა და საუბრობენ. გაკვეთილი მიჰყავთ. იდეებს აჟღერებენ, რომელსაც მომავალში ვითვალისწინებთ.

ამ პროცესში ინსტრუქტორის როლს ვასრულებ. უზრუნველვყოფ, რომ ყველა მათგანი თანაბრად ჩაერთოს და ილაპარაკონ ბევრი, რადგან ეს პრობლემაა. ზოგადად ლაპარაკი პრობლემა არის.

კომენტარის დამატება:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s