პარტნიორობა ხაშურის “ამერიკულ კუთხესთან”

ხაშურის “ამერიკულ კუთხეს” ვესტუმრე

ძალზე მეგობრულად მიმასპინძლეს დირექტორმა ქეთი მეტრეველმა და მისმა ასისტენტმა მავრა გელაშვილმა.

ვისაუბრეთ თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

პერიოდულად აგარაში ჩამოვიტან ინგლისურ ლიტერატურას, დისკებს, სამაგიდო თამაშებს, რომლითაც ჩემი მოსწავლეები ისარგებლებენ.

მათ ასევე წავიყვან ექსკურსიაზე და ახლოდან ნახავენ დასავლური განათლების ცენტრს შიდა ქართლში.

ეს ყოფილიყოს დასაწყისი საერთო კეთილი საქმისა და პროექტებისა, რომელსაც მომავალში განვახორციელებთ.

ამერიკული კუთხეების საქმიანობა პარტნიორობაზეა აგებული.

ინგლისურენოვანი სპიკერები აქ საზოგადოებრივ დისკუსიებსაც მართავენ, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ურთიერთგაგებას ქართველ და ამერიკელ ხალხებს შორის.

კომენტარის დამატება:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s