ჩემი მოსწავლის შემყურეს ამიწყლიანდა თვალები
გოგონა ინგლისურში სამეცადინოდ ჩაეწერა და გაცნობითი შეხვედრის შემდეგ აღარ გამოჩენილა. კონტაქტზეც ვერ გავედი და ჩავთვალე, გადაიფიქრა სწავლა – თქო.
დამოუკიდებლობის დღეს ბავშვები დავასვენე, თუმცა მოულოდნელი ძახილის ხმა შემომესმა.
გავიხედე და კართან ეს დაკარგული მოსწავლე იდგა.
მითხრა, გაცნობითი მეცადინეობის მერე წუთებს ვითვლიდი, მაღაზიიდან გაკვეთილზე გამოვქცეულიყავიო, მაგრამ…
მარკეტის მეპატრონემ, რაც ახალი ამბავი შეიტყო, ზედმეტ საათებსაც ტოვებს სამუშაოდ.
მითხრა, თუ შეიძლება, თქვენი ფურცლები ვითხოვო, ახსნილ თემებს სადაც გვიწერდითო.
შემოვიპატიჟე, მთელი განვლილი მასალა შევაჯამეთ. ორ საათზე მეტი ვიმეცადინეთ და შევთანხმდით, რომ დანებებისთვის ჯერ ძალიან ადრეა.
არ იმსახურებს ის, ამხელა წვალებად უჯდებოდეს სწავლა, თუმცა მჯერა, ჯგუფელებზე არანაკლებ ცოდნას წაიღებს.
თავისი უნარებით, ენერგიით, მიზნისკენ სწრაფვით დაეხმარება სამშობლოს.
დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ!