მეცადინეობის გაცდენის შემდეგ ერთ-ერთ მშობელს შევეხმიანე ამბის მოსაკითხად.
ზარი ვერ გაიგო, რადგან მინდორში მუშაობდა; საკვებისთვის.
წერილი დავუტოვე. რატომ აღარ დადის დათო ინგლისურზე, დავინტერესდი.
რაიონში არსებული სოციალური ფონი მძიმეა, თუმცა უფრო მტკივნეული კონკრეტული ფაქტის გაგება ყოფილა.
მას მეცადინეობაზე მოსვლა ფეხსაცმლის უქონლობის გამო რცხვენია – მიპასუხა დედამისმა.
დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. დათოს ფეხსაცმელი აქვს და ინგლისურის სწავლასაც აგრძელებს.
როცა გაიზარდება და წარმატებას მიაღწევს, სხვა ბავშვებს შთააგონებს თავისი ისტორიით.