21 აპრილი ჩემი დაბადების დღე და ასევე ის იშვიათი დღეა, როდესაც საკუთარ სურვილებზე ვწერ.
ინგლისურ ენაზე მინდა საგაკვეთილო კურსის ჩაწერა და YouTube-ზე მათი განთავსება. ამისთვის აუცილებელია კამერა, მიკროფონი და განათება.
აღნიშნული გაკვეთილები უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი ფართო აუდიტორიისთვის.
თუ ჩემს საქმიანობას ხედავთ და გჯერათ, რომ განათლებას მომავლის შეცვლა შეუძლია – თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
საჩუქრის გაკეთება შესაძლებელია ამ ბმულის დახმარებით: www.ikoshvili.com/ge
ჩანაფიქრის ასრულების შემთხვევაში, ზაფხულს ისევ საყვარელ საქმეს დავუკავშირებ იუთუბ არხზე “ინგლისური თემურ იკოშვილთან ერთად.”
