დოკუმენტაციის შეგროვება, ათი შევსებული გვერდი, სამი ესე, ერთი პროექტი; უაღრესად განათლებული პროფესორის რეკომენდაცია.
ამით ყველაზე რთული სამუშაო გაწეულია, ხოლო აპლიკაცია მიღებული; მომენიჭა სპეციალური სააპლიკაციო ნომერი.
ეს იმას ნიშნავს, რომ რეალური შანსია, მომავალ წელს პრაქტიკა შტატებში გავიარო. დაბრუნებულმა კი ამერიკული პედაგოგიური გამოცდილებით განვაგრძო სწავლება.
ცხოვრებაში საქართველოდან არ გავსულვარ და ეს იქნება საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პირველი შესაძლებლობა.
განახლება:
ნოემბერში უარი მივიღე PFP პროგრამიდან – ერთი თვე კვალიფიკაცია ვაშინგტონში ამემაღლებინა.
რა თქმა უნდა, გული მწყდება.
ალბათ, ბევრ ადამიანს ემოციურად ეცნობა ეს განცდა.
არაუშავს, ჩვეულებრივ ვაგრძელებ ჩემს საქმეს მათთვის, ვისაც თემურ მასწავლებლის იმედი აქვს.
სხვა ვარიანტი არ განიხილება.
