ექვსი წლის წინ, როდესაც აგარაში საგანმანათლებლო საქმე დავიწყე, ბევრი ადამიანი სკეპტიკურად მიყურებდა. მეუბნებოდნენ, რომ ასეთ კონკურენციაში სამი თვეც ვერ გავძლებდი.
დაბაში უკვე იყვნენ დამკვიდრებული სკოლის მასწავლებლები და თითქოს ყველაფერი განაწილებული ჰქონდათ.
მე კი მჯეროდა, რომ განათლებაში ყოველთვის მოიძებნება ხარისხიანი შრომისთვის ადგილი.
სემესტრის ჩაგდების გარეშე მეშვიდე წელი დაიწყო და ასეთი საინტერესო რეალობა გვაქვს:
იმ მასწავლებლებს, ვისაც წარსულში ამ წამოწყების არ სჯეროდა, დღეს უკვე საკუთარი შვილები დაჰყავთ ინგლისურზე.
საუკეთესო პასუხი სკეპტიციზმზე ყოფილა გაუძლო დროს და იშრომო მაშინაც კი, როცა ამისთვის არ შეგაქებენ.