ერთი კომენტარი ნამდვილ ამბად იქცა:
პროფესიით გერმანისტმა თეონა ალაშვილმა პოსტი დამიკომენტარა, რომ დიდი სურვილი ჰქონდა ჩემი მოსწავლეები ენახა და უცხო ენების შესახებ მათთან ესაუბრა.
ამ კომენტარის წაკითხვისთანავე ჩვენს კლასში მოვიწვიე იგი.
თეონა ოჯახთან ერთად გვესტუმრა, გაიცნო ბავშვები, გვისაჩუქრა წიგნები და გადმომცა “Superhero Teacher”-ის სერტიფიკატი.
იმდენად გამეხარდა ეს მოულოდნელი ჯილდო, რომ შემოსასვლელში ყველაზე თვალსაჩინო ადგილას დავკიდე, როგორც სამახსოვრო დღის სიმბოლო.
სწორედ ასეთი ღონისძიებები მეხმარება, არ შევიზღუდო ფორმალური სასწავლო პროგრამით და განვითარების რეალური, ცოცხალი პროცესი შევქმნა.
