მასწავლებლის შესახებ


მისი ახსნილი გაკვეთილები გააშუქეს ტელევიზიებმა: პირველი, რუსთავი ორი, ფორმულა; რადიო ფორტუნა. თემურის თარგმანით სარგებლობენ საჯარო და კერძო სტრუქტურები, როგორიცაა სამინისტრო, რაიონული სასამართლო, ბიზნეს საკონსულტაციო ფირმა.

მასწავლებლობამდე ის ევროპულ კომპანიაში მუშაობდა, სადაც მხოლოდ ინგლისურად ლაპარაკობდნენ. საერთაშორისო ფორუმებზე ასევე ესაუბრებოდა ამერიკის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს ელჩებს.

უცხოელ სპიკერებთან კომუნიკაცია თემურის მოსწავლეებმაც დაამყარეს, როცა სტუმრად აშშ-ს საელჩოში წაიყვანა.

გრძელვადიანი პერიოდით იგი აპირებს განათლების სფეროში დარჩენას და უცხო ენის სწავლებასთან ერთად, აგროვებს წიგნებს კლასის ბიბლიოთეკისთვის.

სხვადასხვა დროს მისი საქველმოქმედო ინიციატივების მხარდამჭერი არაერთი ორგანიზაცია გამხდარა. მათ შორისაა: ფონდი ლუტეცია, კონიკა მინოლტა, იურიდიული დახმარების სამსახური, ეროვნული უნივერსიტეტი სეუ, ბიბლუსი, აგარის შაქარი, ემ ქეი დი, ბერმელი.

იკოშვილი ფლობს ბაკალავრის დიპლომს და უმაღლეს სასწავლებელში დააარსა ხუთი სტუდენტური კლუბი. მოხალისეობრივ საწყისებზე აგრეთვე უძღვებოდა ახალგაზრდულ მედია გაერთიანებას.

არის გუგლის ციფრული პროგრამის კურსდამთავრებული და C1 დონის ოფიციალური სერტიფიკატის მფლობელი.

For the English version, see this link