ავტორი: IKOSCO

Temur Ikoshvili Writings

მეტს სტუდენტები საუბრობენ, ნაკლებს მე

სტუდენტები ამბობენ, რომ ინგლისურად ვერ საუბრობენ. ამის მიზეზი წარსულში უნდა ვეძებოთ. ალბათ, ელოდებიან სიტყვის მოცულობით მარაგს, როდის დააგროვებენ და შემდეგ დაიწყებენ სალაპარაკო აქტივობებს. ეს შეცდომაა, რადგან ნახევარი მილიონი სიტყვის სწავლა დაუსრულებელ ლოდინსაც ნიშნავს, ხომ? მოსწავლე დაიღლება, ხელს ჩაიქნევს. ეგონება, ვერასდროს დაიწყებს საუბარს.

ამ განწყობით ბევრი მათგანი უკვე მოსულა. საწყისი ნაბიჯების გადადგმის მერე კი საკუთარი თავისა თვითონვე უკვირთ – ინგლისურის შესწავლა შეუძლებლად აღარ ეჩვენებათ.

(more…)

გაკვეთილი მოსწავლეებს მიჰყავთ

ყველას გვესმის ახალი ეპოქის მოთხოვნები. ტექნოლოგიების საუკუნეში ვცხოვრობთ, რომლის სალაპარაკო ენა ინგლისურია. სადაც არ უნდა იყო, მინიმუმ მობილურის შესახებ გეცოდინება; ჩამოშლი მენიუს და ეს ენა აუცილებლად დაგხვდება. კომპიუტერისა და ახალი პროფესიების დაუფლებაზე ხომ აღარაფერს ვამბობ.

მოსწავლეებს ინგლისურის ათვისების დამატებითი მიზეზებიც აქვთ, მაგალითად: სკოლის მასალის გაგება, გამოცდებისთვის სამზადისი, უკეთესი სამსახურის მიღება ან უცხო ენის საზღვარგარეთ გამოყენება.

(more…)

დადებითი ბიძგი რაიონისთვის

აგარა ძალიან მიყვარს. დედაქალაქში სწავლისას აქაურობა ყოველთვის მენატრებოდა. დისტანციურად, ხოლო საჭიროების დროს ჩამოსვლით ვუჭერდი მხარს ადგილობრივებს. განსაკუთრებით იმ ინიციატივებში, რაც რაიონის ეკონომიკურ მოძლიერებას უკავშირდება.

ბოლო პერიოდში აქტიურად დავიწყე ფიქრი დაბაში დაბრუნებაზე. ვფიქრობდი, რა დადებითი ბიძგი შეიძლება მომეტანა აგარისა და გარშემო სოფლების ყოველდღიურობაში.

(more…)

მიიღეთ დამსახურებული ჯილდო თამამად

ნოემბრის შემაჯამებელი გამოცდა ვაწერინე მოსწავლეებს.

ერთ-ერთმა, ასაკით უმცროსმა თავის ჯგუფელებზე მეტი ქულა აიღო და ამის დანახვისას უხერხულად შეიშმუშნა. დიდებს რომ აჯობა, არ ესიამოვნა.

მივულოცე უმაღლესი ნიშანი და მიპასუხა: “მასს, მე უბრალოდ ყველაზე მარტივი ვარიანტი შემხვდა და გამიმართლაო”. (more…)

ნაწერის გამო არ გამიბრაზდეთ, რა

მეთერთმეტე კლასელი შემოგვიერთდა ინგლისურში სამეცადინოდ.

თემაზე მუშაობის დასასრულს, როდესაც რვეულს მაწვდიდა, მითხრა:

  • მას, ნაწერის გამო არ გამიბრაზდეთ, რა.
  • რატომ უნდა გაგიბრაზდე, ცუდი ხომ არაფერია – მეთქი?
  • არა, ინგლისურის მასწავლებელი სკოლაში კალიგრაფიის გულისთვის მაკლებს ქულასო.
(more…)

გამოცნობანა

ძალიან მორიდებული მოსწავლე მყავს თურქულში. ასეთი ვარო, მეუბნება და გამეორებას თუ არ თხოვ, გაკვეთილზე ხმას არ იღებს. ზოგჯერ კი ყველას სიჩუმეში წამოცდება სწორი პასუხი.

თამაშები უყვართ პატარებს, ამიტომ ამ ბავშვისთვის მოვამზადე “გამოცნობანა” და მისი გააქტიურების მოლოდინით განვიმსჭვალე.

ახალ გაკვეთილზე მოვიდა და ისე იმხიარულა, ვეღარ ვიცანი. (more…)

უცხო ენა უფასოდ

წარსულზე თვალის მიდევნებისას ვხვდები, რომ გადარჩენის იმპულსმა უდიდესი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. არ ვიცი, მართლა… ყოფილა პერიოდები, როცა მიფიქრია, ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს მეთქი და ეს უარესიც გამომიცდია.

კურიერობა უგრაფიკოდ, მიმტანობა და გადაქანცული შრომა რესტორანში გამთენიამდე, სუპერმარკეტში კონსულტანტობა, საიდანაც ღამის 00:00 საათზე კილომეტრს გავდიოდი ყინვაში შინ მისასვლელად…

(more…)

შაბათის მეცადინეობა

ყველანი ვიმსახურებთ ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას.

ეს საკითხი რაიონებში უფრო მწავედ დგას.

სხვა დასახლებიდან მივიღე გოგონა ინგლისურში სამეცადინოდ.

თურმე შუა გაკვეთილებიდან მოდიოდა ჩემთან, აგარაში, რადგან შემდეგ თავისი სოფლიდან ტრანსპორტი აღარაა. (more…)

დედები სწავლობენ

შუახნის მოსწავლეები მიყვებიან, როგორ უკვირთ მეზობლებს, უცხო ენებზე მათი სიარული. რაღა დროს თქვენი სწავლაა, სახლ-კარს მიხედეთო, ეუბნებიან.

მეც ვეუბნები, ასეთ ხმებს ნუ აყვებიან და განვითარების გზა განაგრძონ.

ათეული წლები ისინი შვილებს უზრდიდნენ ქვეყანას, რომლებიც ახლა დამოუკიდებლად აგრძელებენ ცხოვრებას. (more…)

მასწავლებელსაც შეიძლება დაავიწყდეს

წინადადებას ვუთარგმნიდი უცხო ენის ჯგუფს და ფინიშთან ერთი, თანაც უმარტივესი სიტყვა დამავიწყდა. აი, ასე, ვერ გავიხსენე “ფარდა” ინგლისურად.

რა იქნება, ახლა გავქრებოდე მეთქი – ვფიქრობდი და უცებ უკნიდან მშვიდი ხმა გავიგე: “Curtain” ხომ, მას?

ღელვა გაქრა, მივიხედ-მოვიხედე და მოსწავლეებიც წყნარად აგრძელებდნენ მუშაობას. შეგნებით, რომ მასწავლებელსაც შეიძლება ხანდახან შეეშალოს.

(more…)