ავტორი: Temur Ikoshvili

IKOSCO Online Writing Portfolio • Author

მიიღეთ დამსახურებული ჯილდო თამამად

ნოემბრის შემაჯამებელი გამოცდა ვაწერინე მოსწავლეებს.

ერთ-ერთმა, ასაკით უმცროსმა თავის ჯგუფელებზე მეტი ქულა აიღო და ამის დანახვისას უხერხულად შეიშმუშნა. დიდებს რომ აჯობა, არ ესიამოვნა.

მივულოცე უმაღლესი ნიშანი და მიპასუხა: “მასს, მე უბრალოდ ყველაზე მარტივი ვარიანტი შემხვდა და გამიმართლაო”. (more…)

ნაწერის გამო არ გამიბრაზდეთ, რა

მეთერთმეტე კლასელი შემოგვიერთდა ინგლისურში სამეცადინოდ.

თემაზე მუშაობის დასასრულს, როდესაც რვეულს მაწვდიდა, მითხრა:

  • მას, ნაწერის გამო არ გამიბრაზდეთ, რა.
  • რატომ უნდა გაგიბრაზდე, ცუდი ხომ არაფერია – მეთქი?
  • არა, ინგლისურის მასწავლებელი სკოლაში კალიგრაფიის გულისთვის მაკლებს ქულასო.
(more…)

გამოცნობანა

ძალიან მორიდებული მოსწავლე მყავს თურქულში. ასეთი ვარო, მეუბნება და გამეორებას თუ არ თხოვ, გაკვეთილზე ხმას არ იღებს. ზოგჯერ კი ყველას სიჩუმეში წამოცდება სწორი პასუხი.

თამაშები უყვართ პატარებს, ამიტომ ამ ბავშვისთვის მოვამზადე “გამოცნობანა” და მისი გააქტიურების მოლოდინით განვიმსჭვალე.

ახალ გაკვეთილზე მოვიდა და ისე იმხიარულა, ვეღარ ვიცანი. (more…)

უცხო ენა უფასოდ

წარსულზე თვალის მიდევნებისას ვხვდები, რომ გადარჩენის იმპულსმა უდიდესი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. არ ვიცი, მართლა… ყოფილა პერიოდები, როცა მიფიქრია, ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს მეთქი და ეს უარესიც გამომიცდია.

კურიერობა უგრაფიკოდ, მიმტანობა და გადაქანცული შრომა რესტორანში გამთენიამდე, სუპერმარკეტში კონსულტანტობა, საიდანაც ღამის 00:00 საათზე კილომეტრს გავდიოდი ყინვაში შინ მისასვლელად…

(more…)

შაბათის მეცადინეობა

ყველანი ვიმსახურებთ ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას.

ეს საკითხი რაიონებში უფრო მწავედ დგას.

სხვა დასახლებიდან მივიღე გოგონა ინგლისურში სამეცადინოდ.

თურმე შუა გაკვეთილებიდან მოდიოდა ჩემთან, აგარაში, რადგან შემდეგ თავისი სოფლიდან ტრანსპორტი აღარაა. (more…)

დედები სწავლობენ

შუახნის მოსწავლეები მიყვებიან, როგორ უკვირთ მეზობლებს, უცხო ენებზე მათი სიარული. რაღა დროს თქვენი სწავლაა, სახლ-კარს მიხედეთო, ეუბნებიან.

მეც ვეუბნები, ასეთ ხმებს ნუ აყვებიან და განვითარების გზა განაგრძონ.

ათეული წლები ისინი შვილებს უზრდიდნენ ქვეყანას, რომლებიც ახლა დამოუკიდებლად აგრძელებენ ცხოვრებას. (more…)

მასწავლებელსაც შეიძლება დაავიწყდეს

წინადადებას ვუთარგმნიდი უცხო ენის ჯგუფს და ფინიშთან ერთი, თანაც უმარტივესი სიტყვა დამავიწყდა. აი, ასე, ვერ გავიხსენე “ფარდა” ინგლისურად.

რა იქნება, ახლა გავქრებოდე მეთქი – ვფიქრობდი და უცებ უკნიდან მშვიდი ხმა გავიგე: “Curtain” ხომ, მას?

ღელვა გაქრა, მივიხედ-მოვიხედე და მოსწავლეებიც წყნარად აგრძელებდნენ მუშაობას. შეგნებით, რომ მასწავლებელსაც შეიძლება ხანდახან შეეშალოს.

(more…)

“აპოლინარიას” გემრიელობები

დაბა აგარაში ახალი კულინარიული ბრენდი “აპოლინარია” გამოჩნდა, რომლის შემქმნელები მარი ელიაშვილი და ეკა უროტაძე არიან.

“ვინაიდან კულინარია ძალიან გვიყვარს, მოვინდომეთ, რომ მცირე წვლილი შეგვეტანა ჩვენი დაბის ცხოვრების გასამრავალფეროვნებლად” – ამბობენ ისინი.

ასორტიმენტი

ბრენდი სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობს მომხმარებელს, ესენია: სადღესასწაულო სუფრის გაწყობა, ალაფურშეტი, საკონდიტრო ნაწარმი. (more…)

ეს თემურია, ინგლისურის ინსტრუქტორი

იდეის შესახებ

ყველას გვაქვს გამონათების მომენტი, როცა განსაკუთრებული აზრი გვებადება. უცხო ენათა სწავლების იდეა აგარაში, ჩემს ეზოში მომივიდა არსებულ შესაძლებლობებზე ფიქრისას.

უცხო ენები

ერთხელ დაბაში ამერიკელები ჩამოვიდნენ და საზაფხულო ინგლისურის კურსი დაიწყეს. მაშინ მე-6 კლასში ვიქნებოდი და დიდი ინტერესით ჩავეწერე. (more…)

ურთიერთპატივისცემას გამოვხატავდეთ

მოცემულ ჯგუფში მყავს უფროსკლასელები. ერთ-ერთი მათგანი დანარჩენს ინგლისურ სიტყვებს უსწორებს, რომელთაც თვითონ უკეთესად გამოთქვამს.

ირონიულ გამომეტყველებასაც ხშირად ღებულობს და დავალებას ზერელედ ასრულებს. რვეულს დაიჭერს ხოლმე, ვითომ კითხულობს. რეალურად არაფერი უწერია.

გაკვეთილის შემდეგ ასეთი რამ ვუთხარი: თუ ფიქრობთ, რომ ინგლისურად ჯგუფელებზე უკეთ მეტყველებთ და წარმატებით ჩააბარებთ ახალი დონის ტესტს, უფრო “ძლიერებთან” გადაგიყვანთ – მეთქი. (more…)