temurikoshvili.com

მშობლიური დაბის ფასი

ვმუშაობდი დედაქალაქში თავისი სფეროს ყველაზე ცნობილ კომპანიაში, გენერალური დირექტორის თანაშემწედ.

ამ პოზიციას უნივერსიტეტის დამთავრებიდან ორ წელიწადში საკუთარი ძალისხმევით მივაღწიე.

გავაგზავნე სივი, დამიბარეს ეიჩართან პირველ გასაუბრებაზე, ვიყავი უშუალო ხელმძღვანელთან მეორე გასაუბრებაზე.

საცდელი პერიოდის შემდეგ ამიყვანეს, თუმცა…

(more…)

საახალწლო საჩუქარი

წინა საახალწლო საჩუქარი მივიღე

როგორც ინგლისურის მასწავლებელი, მუდმივად აგარაში ვცხოვრობ.

პროფესიული განვითარებისთვის აქ კურსები თუ ტრენინგები არ ტარდება.

გამოსავალი მსოფლიოში აღიარებული მასალების კითხვასა და მათ პრაქტიკულ დანერგვაში ვნახე.

(more…)

სწრაფვა განათლებისკენ

ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლეზე მინდა მოგიყვეთ და რატომ დავრჩი გაბრაზებული საკუთარ თავზე.

შარშან მისმა მშობელმა მომწერა, რომ მეექვსე კლასელის მოყვანა სურდა ინგლისურზე.

სამწუხაროდ, მიღება დასრულებული მქონდა და შუა სეზონზე აღარ ვამატებ მსურველებს.

მითხრა, რომ მომავალი წლისთვის კიდევ შემეხმიანებოდა. ასეც მოხდა და გავითვალისწინე ახალი ჯგუფის შედგენისას.

(more…)

პირველ ივნისს

მეცადინეობის გაცდენის შემდეგ ერთ-ერთ მშობელს შევეხმიანე ამბის მოსაკითხად.

ზარი ვერ გაიგო, რადგან მინდორში მუშაობდა; საკვებისთვის.

წერილი დავუტოვე. რატომ აღარ დადის დათო ინგლისურზე, დავინტერესდი.

რაიონში არსებული სოციალური ფონი მძიმეა, თუმცა უფრო მტკივნეული კონკრეტული ფაქტის გაგება ყოფილა.

(more…)

რადიო ჰოლდინგ “ფორტუნას” შეკითხვა

ავტორი: ნანკა ქოქიაშვილი; სრული ინტერვიუ fortuna.ge

მოსწავლეებზე და სწავლის პროცესზე მომიყევით, როგორი მეთოდი გაქვთ?

ჯგუფურ მეცადინეობებს ვატარებ. დროის ორ მესამედი სტუდენტების ჩართულობას ეთმობა – ეს იქნება დიალოგები, გამოკითხვა, თამაშები თუ სხვა აქტივობა.

კომპლექსურ სწავლებას ვირჩევ, რაც უცხო ენის დაუფლებისთვის აუცილებელ ყველა კომპონენტს მოიცავს: კითხვა, საუბარი, მოსმენა, წერა.

(more…)

“არ მინდა, ახალგაზრდებმა უსახსრობის გამო, განათლების მიღება ვერ შეძლონ” – თემურ იკოშვილი

ინტერვიუ ჩაწერა რადიო “ფორტუნამ”, ავტორი: ნანკა ქოქიაშვილი

სრული ინტერვიუ fortuna.ge

როგორ გზრდიდნენ, რა იყო თქვენთვის სამაგალითო?

პიროვნების განვითარებაზე გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, ოჯახში მაქსიმუმს აკეთებდნენ, რომ სკოლაში სხვა ბავშვებს არ ჩამოვრჩენოდი; მქონოდა ყველანაირი სასწავლო ლიტერატურა.

(more…)

ძალიან ადრეა დანებებისთვის

ჩემი მოსწავლის შემყურეს ამიწყლიანდა თვალები

გოგონა ინგლისურში სამეცადინოდ ჩაეწერა და გაცნობითი შეხვედრის შემდეგ აღარ გამოჩენილა. კონტაქტზეც ვერ გავედი და ჩავთვალე, გადაიფიქრა სწავლა – თქო.

დამოუკიდებლობის დღეს ბავშვები დავასვენე, თუმცა მოულოდნელი ძახილის ხმა შემომესმა.

(more…)

დაჯექი, ორიანი

სწავლის დაწყებისას ზოგი მოსწავლე დამფრთხალი და შეშინებულია. მიზეზი სკოლიდან მოყოლილი ნეგატიური გამოცდილებაა, როცა მასწავლებელი უხეში სიტყვებით ამკობს და ორიანს უფორმებს ჟურნალში.

ამ განწყობის გამოსასწორებლად ცალკე ვმუშაობ. ბავშვებს ვუხსნი, რომ აქ მეგობრები არიან და ლაპარაკი არ ისჯება. თუნდაც არასწორად მიპასუხონ, სხვა მოსწავლეზე გადავალ კითხვით.

(more…)

რისთვის ასე იაფად?

30 ლარად ვამზადებ მოსწავლეებს, რაც შიდა ქართლის ფასებზე ორ-სამჯერ არის ნაკლები.

რატომ ასე იაფად?

ჩემი მიზანია, ინგლისურის სწავლა ფართო მასებში გავხადო ხელმისაწვდომი.

ვისაც განათლება სწყურია, მაგრამ ოჯახის მცირე შემოსავლით 60 ლარს ვერ გაწვდება.

ამ პროცესში უმთავრესი მოტივატორი ფული არ არის.

(more…)