შესავალი
შემოდგომას დაბა აგარაში გაიხსნა ინგლისურის ახალი სასწავლო სეზონი, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს ოთხ თვეს. რეგისტრაციისთვის მოიწერეთ: სახელი და გვარი, ასაკი, საკონტაქტო ნომერი, ენის სავარაუდო ცოდნა – ნულოვანი, საბაზისო, საშუალო?
ტელეფონზე +995598212687 ან ფეისბუკ მესენჯერში Temur Ikoshvili. არასრულწლოვნის მისაღებად მასწავლებელს უნდა დაუკავშირდეს მშობელი; მინიმალური ასაკი რვა წელი.
მომზადების ყოველთვიური საფასური გახლავთ 60 ლარი. ოჯახიდან ორი წევრის სიარულის შემთხვევაში, 45 ლარი თითოეულისთვის. ენობრივი დონის განმსაზღვრელი ტესტირება არის უფასო.
ყველა აუცილებელი სახელმძღვანელო შემდეგ გადმოგეცემათ დროებით, ხოლო რვეულები და კალმები საჩუქრად. მეცადინეობის განრიგს მიმდინარე თვის ბოლომდე შეგატყობინებთ; ასევე დაემატებით თქვენი ჯგუფისთვის შექმნილ ჩატში.
სწავლება
თემიკ მეთოდით ჩატარებული ინგლისური მრავალფეროვანია, რაც მოიცავს: საუბარს, კითხვას, სიტყვების სწორად გამოთქმაზე მუშაობას, მოსასმენ და წერით სავარჯიშოებს, დაფასთან გამოსვლას, სამაგიდო განმავითარებელ თამაშებს. დროის ორი-მესამედი პრაქტიკულ ნაწილს ეთმობა.
მსურველები ამასთანავე სარგებლობენ კლასის ბიბლიოთეკით, სადაც შეხვდებით თანამედროვე უცხოურ ლიტერატურას. უშუალოდ მეცადინეობა კი ოქსფორდის წიგნებით წარიმართება. დამატებით ყველას აქვს წვდომა მულტიფუნქციური პრინტერის ფერად რესურსებზე.
მოსამზადებელ ჯგუფში სულ მცირე ხუთი წევრია. თვეში ექვსი შეხვედრა ტარდება, რომლის ბოლოს გამოითვლება მოსწავლის პროცენტული შედეგი.
საფინალო ეტაპზე კომუნიკაცია მხოლოდ ინგლისურად მიმდინარეობს. ეს სტუდენტებს მეტყველების დახვეწასა და სასაუბრო კომპლექსის დაძლევაში ეხმარება.
ინსტრუქტორი
სერტიფიცირებული პედაგოგი თემურ იკოშვილი რამდენიმე უცხო ენას ასწავლის. საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
იკოშვილის ახსნილი გაკვეთილები გააშუქეს ტელევიზიებმა “რუსთავი ორი”, “ფორმულა”; რადიო “ფორტუნა”. მისი თარგმანით სარგებლობენ საჯარო თუ კერძო სტრუქტურები უცხოელებთან საურთიერთობოდ.
მასწავლებლობამდე თემური დასაქმებული იყო ევროპულ ფირმაში, სადაც მარტო ინგლისურად ლაპარაკობდნენ. საერთაშორისო ფორუმებზე ასევე ესაუბრებოდა ამერიკელებს, კანადელებსა და დიდი ბრიტანეთის დელეგატებს.
გრძელვადიანი პერიოდით ის აპირებს საგანმანათლებლო სექტორში დარჩენას.