ვიღაცები ჩათვლიან, რომ სულელი ვარ.
ერთ-ერთი ადგილობრივი კომპანიიდან დამირეკეს.
შემომთავაზეს სრულგანაკვეთიანი მთარგმნელის პოზიცია აგარაში არსებულ ქარხანაში და საკმაოდ მაღალი ხელფასი.
მე კი მხოლოდ ერთი წუთი დამჭირდა გააზრებისა და თავაზიანი უარის სათქმელად.
ზაფხულის არდადეგების შემდეგ გაკვეთილები უნდა განვაახლო და მივხვდი, რომ მოსწავლეთა შუა გზაზე მიტოვება არ მინდა.
ძალიან მიყვარს ინგლისურის სწავლება, ბავშვების პროგრესის ყურება, საგაკვეთილო მასალების მომზადება, წახალისება და იმის დანახვა თუ როგორ იზრდება მათი თავდაჯერებულობა.
სექტემბრიდან ისევ ყოველდღე ვიქნები ჩემს კლასში, რომელიც ღიაა ახალი სასწავლო და შემეცნებითი შემოთავაზებებისთვის.
P.S. ამასთანავე სასიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ ჩემი უნარები და გამოცდილება კონკრეტული კომპანიისთვის საინტერესო და ღირებულია.